x
ლალი ადიკაშვილი
NOKIA ბაზარზე ბრუნდება

image

image

შორეულ 2007 წელს Nokia-მ არასწორი არჩევანი გააკეთა და მობილურების მწარმოებელი კომპანიების ლიდერთა ჯგუფს გამოეთიშა. სწორედ 10 წლის წინ კომპანიას ჰქონდა შანსი მსოფლიოში ყველაზე უნიკალური სმარტფონების საწარმოებლად. მაშინ საუბარი Nokia Aeon მოდელზე იყო, რომლის მთავარი კონცეფცია სენსორული ეკრანი იყო, რომლითაც ტელეფონის ზედაპირი მთლიანად იქნებოდა დაფარული.
ცნობილი არ არის მიზეზი, თუ რატომ არ დაიწყო კომპანიამ ამ სმარტფონების წარმოება, ტექნოლოგიური პრობლემების, თუ სახსრების ნაკლებობის გამო – ფაქტი, ფაქტად რჩება. მან არჩევანი Lumia-ს ხაზზე გააკეთა, რომლის საფუძველი Windows Mobile იყო, რითაც კომპანია Nokia-მ, პრაქტიკულადა, არსებობა შეწყვიტა. ხელშეკრულება Nokia-სა და Microsoft-ს შორის 2013 წელს გაფორმდა და მობილურების მწარმოებელი კომპანიის ცნობილი ბრენდი ბაზრიდან გაქრა.

image


გასული წლის ბოლოს, Microsoft-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა და დღეს, როდესაც ბაზარი აიფონებით და ანდროიდებით არის გაჯერებული და უკვე ვერავის გააკვირვებთ სენსორული ეკრანით, ნოკიამ დაბრუნება გადაწყვიტა.


image


მაღალი ტექნოლოგიების CNEWS სააგენტოს ცნობით, უახლოეს მომავალში, ბაზარზე Nokia-ს 2 სახის სმარტფონი გამოჩნდება, 5, 5 და 5, 2 დიუმის დიაგონალის ეკრანის ზომით. ხოლო მობილური ტელეფონების ფასი, სავარაუდოდ, 500 დოლარის ფარგლებში იქნება.

0
133
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
133
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0