x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბუნების უნიკალური სურათები

დღეს, ფოტორედაქტორით სარგებლობა, თუნდაც მოყვარულის დონეზე, ყველას შეუძლია. საკმარისია ცოტაოდენი კონტრასტის დამატება, ფერთა გამის კორექცია და შეიძლება, ჩვეულებრივი ფოტოსურათი, შედევრად გადაიქცეს. თუმცა, ყველას არ ესაჭიროება ფოტოშოპი, შედევრების შესაქმნელად. ასე, მაგალითად, ბუნებას მშვენივრად შეუძლია ადამიანის აღფრთოვანება და გაკვირვება გამოიწვიოს და ამას ყოველგვარი ფოტორედაქტორის გარეშე ახერხებს:


1. თუ თვითმფრინავით ხშირად მგზავრობთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ დედამიწის ზედაპირიდან 10 ათას მეტრ სიმაღლეზე, ყველაფერი წარმოუდგენლად ლამაზი არის. მაგრამ, ასეთი რამ თუ გინახავთ? ეს ცეცხლოვანი დაისი არის, ავსტრალიის თავზე!


image



2. ამბობენ, რომ ხეები თაობათა სიბრძნეს ფლობენ. ტყუილია? ეს კითხვა უადგილოდ მოგეჩვენებათ, თუ ხეებს დააკვირდებით, რომლებიც ყველაფერს “ხედავენ", რაც მათ ირგვლივ ხდება.


image



3. ბუნებას ძალიან უყვარს და შეუძლია ხუმრობა. უსასრულოდ შეიძლება მისი უცნაურობებით გაკვირვება და ნუ შეეცდებით იმის გარკვევას, თუ ამას როგორ აკეთებს.


image



4. მზის ანარეკლი ევერესტზე. და ამის შემჩნევა შეუძლებელია. საჭიროა მხოლოდ ამ უნიკალური მომენტის დაჭერა.


image



5. გეომეტრიის ფუძემდებელი თავად ბუნება არის. სხვანაირად როგორ უნდა აიხსანას ამ ტალღების არსებობა, რომლის ნახვაც პერუში შეიძლება.



image



6. აბობოქრებული სტიქია! ოცნებობთ ფოტოშოპში გამაოგნებელი ჭექა-ქუხილის ხატვა ისწავლოთ? მაშინ დედა-ბუნებას უნდა მიებაროთ. მას ეს ყველაზე უკეთესად გამოსდის.


image



7. თუ ეს ცნობილი ილუსტრატორის ნამუშევარი გგონიათ, ეს ასე ნამდვილად არ არის. მისი ავტორი ბუნება არის. სწორედ ასე გამოიყურება ევკალიპტის ქერქი, ჰავაის კუნძულებზე.


image



8. ალბათ, ყველა ადამიანის ოცნება არის ჩრდილოეთის ციალის არა სურათზე ან ტელევიზორში, არამედ ცოცხლად ნახვა. ეს ნამდვილად ყველაზე ლამაზი და საოცარი ბუნებრივი მოვლენა არის დედამიწის ზურგზე.


image



9. ბუნებასაც უყვარს თამაში და გამოცანების ჩათქმა. მთები არის თუ ტალღები? ერთი შეხედვით ვერც მიხვდებით. მხოლოდ კარგად დაკვირვების შემდეგ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ეს მთებია და არანაირი საფრთხე არ არსებობს.


image

გერგეტის სამების ეკლესია

image

image

10. ნებისმიერი ფოტოსურათი, რომელზეც ელვა არის ასახული, უკვე აღფრთოვანებას იმსახურებს, მაგრამ მათ შორის შედევრებიც არის. ფოტოგრაფმა მოასწრო და გადაიღო ელვა, რომელსაც აქვს ტოტზე ჩამომჯდარი ფრინველის ფორმა. აი რას ნიშნავს “მომენტის დაჭერა”.


image


image
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* უნიკალური ფოტოები რედაქტირების გარეშე

* სურათები რედაქტირების გარეშე (ნაწილი II)

* საოცარი სურათები, რომლებიც, შესაძლებელია, არ გინახიათ

* ფოტოსურათები რედაქტირების გარეშე, რომლებიც ყველას გაყალბებული ჰგონია

* ჯადოსნური ფოტომანიპულაციები კარას იონუტასგან

* სულისშემძვრელი ფოტოები

* ველური ბუნების ფოტოები პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან

* ფოტოები, რომლებიც ფანტაზიას აღვივებს და ძლიერ ემოციებს იწვევს

* საინტერესო და სახალისო ფოტოები ფაუნის სამყაროდან

* ფოტოები, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს

* უფრო მეტი, ვიდრე ფოტო

* ეს არის ბუნების ნამდვილი პატივისცემა (+20 ფოტო)

* 15 ფოტო ათასობით სიტყვის ნაცვლად. ისტორიული ფოტოები, რომლებიც საკუთარ თავზე თავად მეტყველებენ

0
710
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0