x
image
alex999
Mediator image
რევანდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

რევანდი - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ძლიერი ფესურა და მსხვილი ფესვები აქვს. ძირის ფოთოლი დიდი, მთლიანი ან დანაკვთული. ყუნწი — ხორციანი, წვნიანი; ღერო მთლიანი ან ღრუა, შიშველი ან ბუსუსებიანი; ყვავილი ორსქესიანია, ზოგჯერ მხოლოდ მამრობოთი. ნაყოფი სამწახნაგოვანი, ყავისფერფრთიანი თესლურაა. სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ჩრდილოეთი მონღოლეთი, ალთაი და ციმბირი. საჭმელად იყენებენ რევანდის ფოთლის ყუნწს, რომელშიაც 2, 5% შაქარი, 3, 5%-მდე ორგანული მჟავები, გარდა ამისა კალიუმის, კალციუმისა სხვა მარილებია. ამზადებენ კომპოტს, კისელს, მურაბას, ღვინოს და სხვას. ზოგიერთი რევანდის ფესვისაგან დამზადებულ პრეპარატს ხმარობენ მედიცინაში.


image


რევანდის სიმაღლე 2 მეტრამდე იზრდება და 3-4 წლის განმავლობაში არ ყვავილობს. რევანდს ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში კრეფავენ და არჩევენ. შემდეგ პატარა ნაჭრებად ჭრიან და მზეზე ან კიდევ ღუმელზე ახმობენ.


image

რევანდის ძირითადი ნედლეულის ფარმაკოლოგიური ქმედება განპირობებულია მისი ქიმიური შემადგენლობით. ცნობილია, რომ ანტრაცენწარმოებულებს გააჩნიათ საფაღარათო ეფექტი, ხოლო მთრიმლავნივთიერებებს პირიქით- შემკვრელი მოქმედება ეს ორივე აქტიური ნივთიერება წყლიანი გამონაწვლილები უპირატესად მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავენ, ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდირებულია შემკვრელი ეფექტის მიღების მიზნით. მის სპირტიან გამონაწვლილებს ახასიათებს საფაღართო ეფექტი.


image

რევანდის სასარგებლო თვისებები:


1. ეხმარება კუჭ-ნაწლავს მუშაობის რეგულაციაში.

2. წყვეტს ღვიძლის შეშუპებას.

3. უმადობას ხსნის.

4. ეფექტურია მალარიის საწინააღმდეგოდ.

5. ეფექტურია ციროზის წინააღმდეგ.

6. არის ენერგეტიკული

7. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

8. კარგია, ეგზემისა და ფსორიაზის დაავადებისთვის.

9. კარგია, რევმატიზმებისა და რადიკულიტის წინააღმდეგ.

10. აქვს საფაღარათო ეფექტი.


image



როგორ გამოვიყენოთ?...


პატარა ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი, შემდეგ შეურიეთ 1 კოვზი გამხმარი რევანდის ფესვი და აადუღეთ...


ადუღებიდან 8-10 წუთის შემდეგ, შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ჩაი.


image





როგორ მოვამზადოთ რევანდის ცივი სუპი?


შემადგენლობა:


375 გ რევანდი

150 გრ შაქარი

1 პაკეტი ალუბალი ან კრემის ფხვნილი ლიმონის არომატით

3-4 ს.კ თეთრი ღვინო

100 გ მარწყვი


მომზადება:


რევანდი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. 1-4 ლიტრი წყალი ჩაასხით ქვაბში და მოადუღეთ. დაუმატეთ რევანდი და შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ ერთხელ გადმოდგით ცეცხლიდან. 1 პაკეტი ალუბალი ან კრემის ფხვნილი ლიმონის არომატით და 4 ს.კ ცივი წყალი ათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ რევანდი და თეთრი ღვინო, მეტი შაქარი ( თუ საჭიროა). სუპი გააგრილეთ მაცივარში და სუფრაზე მიიტანეთ მარწყვით მორთული.


image



გემრიელად მიირთვით!

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



image


1 - პროდუქტები, რომლებიც გულს იცავს!

2 - რამდენი ხნით რჩება გადაყლაპული საღეჭი რეზინა კუჭში?!

3 - ბუნებრივი ანტიბიოტიკები

4 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (XIV ნაწილი)

5 - მეორე მსოფლიოს ომის 6 საიდუმლო იარაღი, რომლებიც იაპონელებმა დაამზადეს!!!


0
649
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0