x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გადაფარა ყველანაირი ნეგატივი..."

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 2017 წლის "ALL STAR” გამოკითხვაში 1 528 941 ხმა (!) მიიღო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა, თუმცა, გამოკითხვის ახალი ფორმატის თანახმად, მაინც სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.თუმცა ზაზას მიმართ საქართველოს მხარდაჭერამ კალათბურთის გულშემატკივართა და მოთამაშეთა დიდი ყურადღება მიიქცია.სწორედ ამ ყველაფერს ეხმაურება ზაზა ფაჩულიას მეუგლე თიკა ალავიძე-ფაჩულია სოციალურ ქსელში : "დიდი მადლობა ყველას ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა!
ვამაყობ შენით როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე.
რთულია გაიარო ის გზა რაც შენ და დღეს ესეთ დონეზე ისეთივე შემართებით თამაშობდე როგორც მაშინ როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არცერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს!" image

0
91
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0