x
image
მადამ ფისუნია
პაბლო პიკასოს საოცარი ხაზი

image

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი, პაბლო პიკასო ესპანეთში დაიბადა, მაგრამ შემოქმედებითი ცხოვრების უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა. იგი მხატვრული შემოქმედების თითქმის ყველა დარგში მუშაობდა, ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, უზარმაზარ დეკორაკიულ პანოებს, გრაფიკულ ნამუშევრებს, ქანდაკებებს, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს (მაგ., კერამიკა) და ა.შ. პიკასოს ეკუთვნის ისეთი შედევრები, როგორიცაა : „გოგონა ბურთზე“, „ავინიონელი ქალწულები“, „გერნიკა“ და ა.შ.
პიკასომ თავის ცხოვრებაში მრავალი შემოქმედებითი ეტაკი გაიარა. ამავე დროს იგი მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობის - კუბიზმის ფუძემდებლად ითვლება. ამ მიმდინარეობამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ხელოვნებაში : კუბისტებმა უარყვეს ტრადიციული ხელოვნების ყველა პრინციპი, მათთვის არ არსებობს არც ხაზობრივი პერსპექტივა, არც ფორმის რეალისტური გადმოცემა. საგანი შეიძლება მრავალი მხრიდან იქნეს დანახული, ფორმა - დაშლილი, დამსხვრეული; კუთხოვანი ფორმები სივრცისა და ჰაეროვანი გარემოს ილუზიას არღვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებათმცოდნენი პიკასოს შემოქმედებითი პერიოდებიდან ორ მათგანს ფერებთან აკავშირებს, „ცისფერი“ და „ვარდისფერი“ პერიოდები, ჩვენ მაინც არ შეგვიძლია პიკასოს ფერმწერი ვუწოდოთ, რადგან მისი შემოქმედების ყველა ეტაპზე, მისი ნამუშევრები დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ფორმაზე, და შემდეგაა ფერებით გაჯერებული, წინა პლანზე პიკასოსთან სწორედ რომ ხაზია.
imageimageimageimage
ზემოთ მოცემული გვაქვს ზუსტად იმ ორი შემოქმედებითი პერიოდის დროს შექმნილი
სურათები, რომელიც უკვე ვახსენე, ცისფერი და ვარდისფერი პერიოდის სურათები. ორივე პერიოდის ნამუშევრებს შესაბამისი ფერი დაჰკრავს,
მაგალითად, ვარდისფერი პერიოდისას ვარდისფერი, ცისფერისას ცისფერი, მაგრამ მიუხედავად
დომინალური ფერებისა, თუ სურათებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მათში მთავარია არა
ფერი (მიუხედავად „ფერადი პერიოდისა“) არამედ ფორმა. და ეს ასეა პიკასოს მთლიან შემოქმედებაში,
ყველა პერიოდის ნამუშევრებში. ფორმის სიყვარული და მისი ძალა ყველაზე მეტად ვლინდება
პიკასოს კუბისტურ ნამუშევრებში, სადაც ის ფორმებს თავდაყირა აყენებს.
მეტად საინტერესოა, პიკასოს გამონათქვამები, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე
მეტად ასახავს მის დამოკიდებულებას ხაზებთან დაკავშირებით:
“მე შემეძლო ხატვა რაფაელივით, ამის ნაცვლად კი მთელი ცხოვრება დავხარჯე
იმაში, რომ მესწავლა ხატვა ბავშვივით.”
ბავშვის ნახატები ხომ ყოველთვის გულწრფელი და თავისუფალია? სწორედ ამას
ცდილობდა პიკასოც, მთელი ცხოვრება შემოქმედებით ძიებაში გაატარა და საბოლოოდ პიკასო
გახდა, როგორც თვითო იტყოდა:
“მე რომ ჯარში წავსულიყავი, გავხდებოდი გენერალი. მაგრამ მე წავედი ხელოვნებაში
და გავხდი პიკასო”...



0
319
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0