x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მცირედი ცნობები ფორმის შესახებ

imageფორმა ნებისმიერი საგნის მთავარი, დამახასიათებელი თვისებაა. საგანი ჩვენს წარმოდგენაში მისი ფორმისაგან განუყოფლად არსებობს. როდესაც ჩვენ რაიმე საგნის გამოსახულების შექმნა გვინდა ქაღალდზე, უპირველლეს ყოვლისა მის ფორმაზე ვამახვილებთ ყურადღებას. რაც შეეხება ფონს, იგი მხატვრული ნაწარმოების მთლიანობის განუყოფელი ნაწილია. იგი სურათზე გამოსახული საგნების მსგავსად მონაწილეობს ჰარმონიული მთლიანობის შექმნაში. თუ დავაკვირდებით, მაგალითად ნეკერჩხლის ფოთოლს კანადის დროშაზე, ჩვენ ფოთლის გარშემომწერ ხაზს, ანუ კონტურს დავინახავთ, თუმცა სინამდვილეშიარანაირი ხაზი არ არსებობს. წარმოსახვითი კონტურის ხაზი იქ გაივლის, სადაც საზღვარია წითელსა და თეთრ არეებს შორის. ესე იგი, ჩვენი თვალი კონტურს იქ აღიქვამს, სადაც საზღვარია ფორმასა და ფონს შორის. კონტური და სხვა სახის ხაზები, სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა.
ანტიკური ხანის მხატვრები ფორმას მხოლოდ ხაზის საშუალებით გადმოსცემდნენ. რადგანაც, ისინი არ იყენებდნენ შუქჩრდილების გამომსახველობით შესაძლებლობებს. სამაგიეროდ ხაზებს ისე ოსტატურად იყენებდნენ, რომ სხეულის ცალკეული ფორმების მოცულობას მაინც შევიგრძნობთ. ნებისმიერი ეპოქის სახვით ხელოვნებაში ხაზი ერთ-ერთ ძირითად გამომსახველობით საშუალებას წარმოადგენდა. იგი კარგად გადმოსცემს ადამიანის ხასიათს, გრძნობებს, განცდებს. ხაზი სურათში განსაკუთრებულ დიდ დატვირთვას იწვევს მაშინ, როდესაც მხატვრები მიზნად ისახავენ გადმოგვცენ სხვადასხვა ამაღლებული იდეა, გვესაუბრონ სულიერებაზე, მაგალითად შუა საუკუნეების ხელოვნებაში.


0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0