მუსიკა წიგნისა და მუსიკის მოყვარული ახალგაზრდების დიდი შეკრება ოლიმპიურ სასახლეში 2017, 19 იანვარი, 15:07 დღეს, 17:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში (ახალი სპორტის სასახლე) პროექტი Liberteens-ის ორგანიზებით, ცნობილი ქართული ჯგუფის Loudspeakers-ის კონცერტი გაიმართება. თუ გიყვართ მუსიკა, მაშინ ეს გრანდიოზული ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ. კონცერტზე მოსული სტუმრებიდან, რომლებიც თინეიჯერების საყვარელი ლიტერატურული პროექტის Liberteens-ის გათამაშებაში მონაწილეობენ, ორგანიზატორები გრანდიოზულ სურპრიზს ჰპირდებიან. მათ შესაძლებლობა აქვთ მოიგონ სუპერპრიზები- 2 კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, 2 კაციანი საგზური იტალიაში, 2 ველოსიპედი, HP-ის 2 ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი. არ გამოტოვოთ ჯადოსნური საღამო, 20 იანვარს 17:00-ზე ოლიმპიურ სასახლეში. ბილეთის ფასი მხოლოდ 5 ლარი. ბილეთების შესაძენად გადადით ნებისმიერ ლინკზე: - biletebi.ge - tkt.ge 24 3-ს მოსწონს
|