x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ძალადობის პროპაგანდა თუ დაქვეითებული ფანტაზიის უნარი...

image

დღემდე გრძელდება შუმბალენდში ცხოველის ფორმის ნაგვის ურნების გმოყენება, აღნიშნულ საკითხს მოჰყვა გამოხმაურება, თუმცა ყოველივე, სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა. ნამდვილად არ ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი ნაგვის ურნების განთავსება, რომელთა გამოყენებაც განსაკუთრებით მავნებელია ბავშვების თვალწინ, მათ მიდრეკილება აქვთ ქმედებების დასწავლისა და გამეორებისკენ, სწორედ ამიტომ შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც გამოხატონ აგრესია ცხოველების მიმართ, ბავშვების ეს მდგომარეობა ნათლად არის წარმოჩენლი ალებრტ ბანდურას ექსპერიმენტში, 1960-იანი წლების დასაწყისში ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ გადაწყვიტა გაერკვია, აქვთ თუ არა

ბავშვებს მიდრეკილება მიბაძონ მოზრდილთა აგრესიულ ქცევას. მან უშველებელი გასაბერი კლოუნი აიღო, რომელსაც დაარქვა “ბობო” და გადაიღო ფილმი, თუ როგორ ეჩხუბება ამ კლოუნს მოზრდილი “დეიდა”, ჩქმეტს და ჩაქუჩსაც კი ურტყამს. მერე ეს ვიდეო უჩვენა 24 ბავშვს, რომელთაგან უმრავლესობის ასაკი 6 წლამდე იყო. მეორე ჯგუფს უჩვენეს ვიდეო ძალადობის გარეშე, მესამეს კი საერთოდ არაფერი აჩვენეს. ამის შემდეგ, სამივე ჯგუფის ბავშვები რიგრიგობით შეჰყავდათ ოთახში, სადაც იყო კლოუნი ბობო, რამდენიმე ჩაქუჩი და სათამაშო პისტოლეტიც კი, თუმცაღა არცერთ ვიდეოში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებდა.
ბავშვები, რომლებმაც აგრესიული ვიდეო ნახეს, დროს არ კარგავდნენ და მაშინვე იწყებდნენ საწყალი ბობოს წამებას. ერთმა მათგანმა კლოუნს თავზე პისტოლეტიც კი მიადო და დაიწყო დაიწყო ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ გაუხვრეტდა თავს.
დანარჩენ ორ ჯგუფში ძალადობაზე მინიშნებაც არ ყოფილა. მას მერე, რაც ბანდურამ თავისი დასკვნები სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგინა, ბევრი სკეპტიკოსი გამოჩნდა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი არაფერს ამტკიცებს, რადგან რეზინის სათამაშო იმიტომაც არის გამოგონილი, რომ აწვალო. მაშინ ბანდურამ გადაიღო ფილმი კლოუნად გარდასახული ცოცხალი ადამიანის მონაწილეობით, მერე კი კიდევ უფრო მეტი ბავშვი შეკრიბა, აჩვენა თავისი მორიგი ვიდეო და ისევ შეუშვა ოთახში ( უკვე ცოცხალთან! ). როგორც მიხვდებოდით, ბავშვები მაშინვე იწყებდნენ ცოცხალი კლოუნის ცემასა და წვალებას და ისეთივე მონდომებით, როგორც ამას გასაბერ კლოუნთან აკეთებდნენ. ამჯერად არავის გაუპროტესტებია ბანდურას მტკიცება, რომ ბავშვები ბაძავენ მოზრდილთა საქციელს.
რაც შეეხება ჩვენს რეალობას, იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს საგანმანათლებლო სტრატეგია ახალგაზრდა თაობის ცხოველებისადმი ჰუმანური და ჰარმონიული დამოკიდებულების დასამკვიდრებლად, ყოველივე ეს იწვევს სისასტიკის და აგრესიის მატებას დაუცველი არსებების მიმართ.
ცხოველებისადმი სისასტიკე უშუალო კავშირშია ადამიანისადმი სისასტიკესთან და მისი პროფილაქტიკა საჭიროა ადრეული ასაკიდან. ბავშვი ცხოველებისადმი სიყვარულით უნდა იზრდებოდეს, ცხოველების ფორმის "საყვარელი" ურნები კი ვერ ჩაითვლება კარგ პედაგოგიურ იდეად. გაუგებარია, რატომ უნდა ჩატენო საყვარელ არსებას პირში ნაგავი, სიგარეტის ნამწვები და აშ. ამ გზით პატარა ბავშვი ეჩვევა ცხოველებთან უდიერად მოპყრობას.
ასევე საყურადღებოა, რომ ბავშვებს სათამაშოდ და გასართობად მოსწონთ ეს ურნები, ისინი ეხუტებიან სიგარეტის ნამწვებითა და ნარჩენებით ამოვსებულ ცხოველების ფიგურებს, რაც არაჰიგიენურია.

და ბოლოს, ჩნდება კითხვა.... საით მიდის გზა?!

3
39
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ მჭედლიშვილი
თამარ მჭედლიშვილი
39
  
2017, 22 იანვარი, 10:44
მეტი გაზრდა გინდა ? რაც ყოველღამე თბილისის სასაფლაოებზე კატა იკვლება
2017, 22 იანვარი, 10:30
სწორედ მაგის თქმა მინდოდა მეც, არავინ აქცევს ყურადღებას ამ საკითხს, უახლოეს მომავალში ცხოველების წამების ფაქტები თუ გაიზარდა არ გამიკვირდება
2017, 19 იანვარი, 1:25
ფანტაზიის ნაკლება, რომელიც ძალიან გას ძალადობის პროაგანდას :)
0 1 3