x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სილამაზე საათობრივად
....
სახის კანს ბუნებრივი, 24 საათიანი ციკლი გააჩნია, რომელიც ჰორმონების და სტრესის მუდმივ ზეგავლენას განიცდის. იმისთვის, რომ კანის მოვლის პროცედურებმა მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს, კანს დღისით დამცავი, ხოლო ღამით კი აღმდგენი საშუალებებით უნდა დავეხმაროთ.


06.00სთ

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ადრიანი დილით კანი მეტად მგრძნობიარეა და ჩვეულ პროცედურებზეც ცუდად რეაგირებს. ეს ჰორმონ კორტიზოლის დამსახურებაა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ დღის ამ პერიოდში “ბობოქრობს" სისხლში და სახის კანის ნეგატიური რეაქციების, ანთების და ალერგიების პროვოცირებას ახდენს. თუ თქვენი დღე ადრიანი დილით იწყება, მაშინ უმჯობესია სახეზე დამამშვიდებელი და ანთებისსაწინააღმდეგო კრემი წაისვათ, მაგალითად გვირილის ექსტრაქტით.


09.00სთ.დილა


დილის პროცედურებმა თქვენი სახის კანის მთელი დღით დაცვა უნდა უზრუნველყონ. გამოიყენეთ დამატენიანებელი და დამცავი კრემები. მათი მიზანია დაიცვან თქვენი სახის კანი ისეთი გარე ფაქტორებისგან, როგორიცაა ულტრაიისფერი სხივები, ყინვა, ეკოლოგიური დაბინძურება, სტრესი, კომპიუტერის მონიტორის გამოსხივება და სხვ. გამოიყენეთ C და E ვიტამინების შემცველი კოსმეტიკური საშუალებები თავისუფალი რადიკალებისგან დასაცავად, ხოლო ჰიალურონის მჟავით გამდიდრებული კი ტენიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის.


13.00 სთ.

ამ პერიოდში, სახეზე, კანის მიერ გამოყოფილი ცხიმი გროვდება. შესაფერისი დროა T ზონის გასაწმენდად. იმ შემთხვევაში, თუ მაკიჟი გაქვთ, შეგიძლიათ ქაღალდის ხელსახოცი გამოიყენოთ. ცხიმოვან ნადებს კარგად მოგაცილებთ და მაკიაჟიც არ გაგიფუჭდებათ


17.00სთ

საღამოს საათებში, შესაძლოა, კანის დაჭიმულობამ და სიმშრალემ შეგაწუხოთ.ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი კრემები არ გიცავენ. დამნაშავე კონდიციონერი და მონიტორის გამოსხივებაა, რომელთა ზემოქმედებასაც ჩვენი კანი სამუშაო გარემოში განიცდის. დროა დამატენიანებელი კრემის ახალი ფენა დავიტანოთ სახეზე, მაგრამ, თუ ისევ და ისევ მაკიაჟის გაფუჭებას ერიდებით, შეგიძლიათ უბრალოდ მინერალური წყლის სპრეი გამოიყენოთ.


21.00სთ

გვიან საღამოს კანის მგრძნობელობა ისევ იმატებს. მკაფიოდაა გამოხატული დაღლილობის, სტრესის და მაკიაჟის ხანგრძლივად ტარების კვალი. გულმოდგინედ გაიწმინდეთ სახე და დამამშვიდებელი, ან ანთებისსაწინააღმდეგო კრემი წაისვით.


00:00 სთ

სწორედ ღამით იწყებენ აქტიურობას კანის აღმდგენი ფუნქციები. ხდება თავისუფალი რადიკალების განეიტრალება, აქტიურდება კოლაგენის წარმოქმნის და უჯრედების განახლების პროცესი. იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს პროცესები, გამოიყენეთ რეტინოლის (ვიტამინი A) და ხილის მჟავების შემცველი საშუალებები. ასევე, კვირაში რამდენჯერმე შეგიძლიათ გაიკეთოთ სპეციალური ღამის ნიღბები. ამ საშუალებებით დროსაც დაზოგავთ, რადგან ეს ნიღბები მაშინ მოქმედებენ, როცა ჩვენ მშვიდად გვძინავს.დილით კი შედეგი სახეზეა.


ლამაზ სახის კანს გისურვებთ, ქალბატონებო)

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0