x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანმა აღმზრდელების დაუდევრობის გამო ხელი მოიტეხა და 2 საათის მანძილზე იატაკზე უყურადღებოდ ეგდო!


გასული წლის ბოლოს სასამართლომ წერტილი დაუსვა საშინელ შემთხვევას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში მოხდა.
ცენტრი სახელად “კეთილი ჯადოქარი” რუსეთის ქალაქ სურგუტში მდებარეობს.
გასული წლის 4 მაისს სარეაბილიტაციო ცენტრი საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა.
მიზეზი აღმზრდელების მხირდან ბავშვზე არასათანადო მოპყრობა იყო.
საქმე იმაშია, რომ 7 წლის ტიმურ სკოროვოზნოვი ტვინის დაზიანებისა და სიბრმავის გამო დედამ სარეაბილიტაციო ცენტრში მიიყვანა იმ იმედით, რომ მის შვილს სათანადო მკურნალობასა და დახმარებას აღმოუჩენდნენ.
საუზმის დროს ერთ-ერთმა აღმზრდელმა საბრალო ბავშს ხელი მოსტეხა, ორი საათის განმავლობაში კი ექიმს არ აჩვენეს.
ბავშვი ტკივილისგან ხმამაღლა ტიროდა, ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა კი მას თავში ჩაარტყა.

image

ცენტრის ხელმძღვანელობამ მშობლებს განუცხადეს, რომ მათი შვილი კრუნჩხვებში ჩავარდა, როდესაც შეშფოთებული მშობლები ბავშვის სანახავად მივიდნენ, იგი კვლავ იატაკზე იწვა და ტიროდა, მამამ მისი წამოყენება სცადა, ამ დროს დედამ შენიშნა, რომ ხელზე შეხებისას ბიჭმა განწირული კივილი მორთო, სასწრაფოს გამოძახების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას ხელი მოტეხილი ჰქონდა.
მშობლებმა ვიდეო თვალის ჩანაწერების ნახვა მოითხოვეს და შოკისმომგვრელი სიმართლე შეიტყვეს.
ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები საბრალო ბიჭუნას.
სასამართლომ დამნაშავეებს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე ჯარიმის გადახდა დააკისრა ცენტრის ხელმძღვანელობასაც 20 ათასი რუბლის ოდენობით.






0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0