x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
როგორ გავაკეთოთ ბამბის ნაყინის აპარატი სახლში - საჭიროა მხოლოდ ბოთლი და ძველი სათამაშო
image
ბამბის ნაყინი ყველა ბავშვის საყვარელი ტკბილეულია, თუმცა მასზე არც უფროსები ამბობენ უარს. ბევრს ჰგონია, რომ მისი მომზადება საკმაოდ რთულია, ხოლო სახლის პირობებში საერთოდ შეუძლებლად მიგვაჩნია.


image

არადა შაქრის ბამბის დამზადება მარტივია, მისი აპარატი კი შეგვიძლია შევიძინოთ, რაც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება, ან კიდევ ჩვენ თვითონ დავამზადოთ. ამისათვის დაგვჭირდება მიკროძრავა და კბილანები, რომელიც შეგვიძლია ამოვიღოთ ნებისმიერი სახის ელექტროფიცირებული სათამაშოდან.


image
ავიღოთ ნახევარლიტრიანი პლატმასის ბოთლი.

image
ბოთლი გავჭრათ შუაზე.



image

ბოთლის ზედა ნაწილი ჩამოცავცათ ქვედას, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


image

მიკროძრავა მოვათავსოთ ბოთლის ზედა ნაწილის ყელში.


image

მიკროძრავის ყელში დასაფიქსირებლად გამოვიყენოთ რეზინის პატარა ნაჭერი.


image

უნდა გამოვიდეს ზუსტად ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


image

ამის შემდეგ, ბოთლის თავსახურის ცენტრზე გავბურღოთ ხვრელი და თავსახური დავახუროთ ბოთლს.


image

ახლა იწყება დისკის დამზადება - ანუ იმ ნაწილის, რომელზეც უნდა მოხდეს შაქრის სიროფის გაფანტვა. ამისათვის საჭიროა ქილის ალუმინის (მოსახუფი) თავსახური.


image

თავსახურიდან გამოვჭრით 60 მმ დიამეტრის დისკს.


image

დისკი თვითმჭრელებით დავამაგროთ ძრავის კბილანაზე, რომელსაც, თავის მხრივ, დავამაგრებთ მიკროძრავის ლილვზე (კბილანა და თვითმჭრელები შეგიძლიათ აიღოთ იმავე სათამაშოდან).


image

მას შემდეგ, რაც დისკი დაემაგრება მიკროძრავის ლილვს, მოწყობილობა გამოიყურება ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


image

ბოთლის ქვედა ნაწილში ჩავასხამთ თხევად ალებასტრს (თაბაშირი), რათა კონსტრუქცია მყარი იყოს.


image

ამის შემდეგ საჭიროა აპარატის აწყობა ელექტროსქემის მიხედვით.


image

ტუმბლერი და ელემენტების კასეტა აღებულია იგივე სათამაშოდან და


image

მონტაჟდება ბოთლის ზედა ნაწილის ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილზე.


imageimageimage
აპარატი მზადაა და შეიძლება დავიწყოთ ბამბის ნაყნის გაკეთება. კონსტრუქცია მაგრდება სქელი მუყაოს ყუთში და მზადდება სიროფი (ერთნაირი ოდენობით შაქარი და წყალი). სიროფმა უნდა იდუღოს მანამ, სანამ შაქარი გამუქებას დაიწყებს. ამის შემდეგ, აპატარი ჩაირთვება და ცხელი სიროფი წვრილ ნაკადად ისხმება მბრუნავ დისკზე. ყუთის გვერდებზე წარმოიქმნება შაქრის ბამბა, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ჯოხზე დავახვიოთ.


image

ასეთი მარტივი აპარატით ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერი რაოდენობით ბამბის ნაყინის გაკეთება შეგიძლიათ. ხოლო თუ სიროფში საკვებისათვის განკუთვნილ სარებავებსაც დაამატებთ, სხვადასხვა ფერის უალამზეს ტკბილ ბამბას მიიღებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ მივირთვათ შაქარი ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მოუტანოს - ეს უნდა ვიცოდეთ!image

2. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!

image

3. 7 ნიშანი, რომელიც შედარებით უსაფრთხო შაურმის გამოვლენაში დაგვეხმარება

image

4. ბანანის ქერქი ბევრ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

5. 6 კომპანია, რომელთა პროდუქცია გენმოდიფიცირებულ და საშიშ დანამატებს შეიცავს

image





0
4153
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0