x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შთაბეჭდილებები ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმიდან

imageდღესდღეობით ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმი ისეთივე სახითაა შემორჩენილი, როგორიც იყო მის გარდაცვალებამდე. მისი სიკვდილის შემდეგ იქ თითქმის არაფერი შეცვლილა, თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ მის სამუშაო ოთახში დღემდე აწყვია საღებავით დასვრილი ფუნჯები, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სახელოსნო ცოცხალი, მოქმედი მხატვრისაა.
ელენე ახვლედიანი ჟანრული ფერმწერია, მისი პეიზაჟები მოიცავს თბილისის თემატიკას. ელენეს სახლმუზეუმში დაცულია ძველი თბილისური აივნის ტიპის მოაჯირი და ასევე ძველი ქართული ჭურჭელი, რაც რასაკვირველია მეტყველებს იმაზე, რომ მხატვარი კარგად იცნობდა ქართულ კულტურას. სახლმუზეუმში არსებულ ორი ოთახის სივრცის გამყოფ ბოძსაც კი ძველი ქართული დარბაზული ტიპის საცხოვრისის საყრდენის ფორმა და ორნამენტი გააჩნია.
ოთახების კედლები თითქმის მთლიანადაა დაფარული მხატვრის ნამუშევრებით. რომელთაგანაც გამოსაყოფია „ზამთარი თელავში“. ეს სურათი ძალიან მოსწონებია პაბლო პიკასოს და მისი შეძენის სურვილიც კი გამოუთქვამს, თუმცა ელენემ მას უარი უთხრა იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს სურათი თავადაც მოსწონდა. საყურადღებოა ასევე ერთადერთი დიდი ზომის ნატურმორტიც, რომელიც გამოირჩევა კლასიკური კომპოზიციის აგების თავისებურებით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მხატვარი წლების განმავლობაში მუშაობდა თეატრში და არაერთი სპექტაკლი გააფორმა მხატვრულად, ამის დამამტკიცებელი კარგი საბუთებია ის ათობით გრაფიტული ნამუშევარი, რომელიც ასევე მის სახლმუზეუმშია დაცული და არაფრით ჩამოუვარდება სხვა, ფერწერულ ტილოებს.
მხატვრის დამოკიდებულება ძველი თბილისისადმი მეტად სენსიტიური იყო. მას მოსწონდა დეკორი, ხის პატარა სახლები, თბილისური ეზოები, აივნები, ორნამენტები... მნიშვნელოვანი ფაქტორია, ისიც, რომ მიუხედავად მისი ასეთი სენსიტიური დამოკიდებულებისა ქალაქის მიმართ, ის არასოდეს აიდეალებდა მას და პლენერზე მუშაობისას, ზუსტად ისეთივე სახით გადაჰქონდა ტილოზე შენობა-ნაგებობები, როგორაც სინამდვილეში გამოიყურებოდნენ ისინი. არასწორი რესტავრაციის გამო საბჭოთა კავშირში არაერთხელ დაზიანდა ქალაქის იერსახე.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მხატვრის სახლში დღემდე შემონახულია უწინდელი ატმოსფერო, რაც ახლაც კი, ჩვენს დროში ცხადყოფს, რატომ უყვარდათ მხატვრებს სწორედ ამ ადგილზე შეკრება.


0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0