x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ჭირდება ქალს მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცს? ის, რაც აქამდე არ იცოდით
image
თითქოს ერთი შეხედვით ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა მხოლოდ "გენდერია", ვინაიდან სხვა დანარჩენი პირობებითა და მოთხოვნილებებით ორივე იდენტურია, თუმცა თანამედროვე მეცნიერები მუდმივად მუშაობენ სუსტი და ძლიერი სქესის თავისებურებებზე და პერიოდულად გვამცნობენ ხოლმე ახალ აღმოჩენებს.


ამ ეტაპზე კი, ინგლისის უნივერსიტეტის Loughborough-ის (ლაფბორო) მეცნიერებმა ასეთი დასკვნა გამოიტანეს, რომ ქალებს უფრო მეტი გამოძინება ჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს. გაინტერესებთ რატომ?


image


რატომ ჭირდება ქალს მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცს.



"იმის გამო, რომ დღის მანძილზე ქალების ტვინი უფრო დატვირთულია ვიდრე მამაკაცების, მათ ძლიერ სქესზე 20 წუთით მეტი ძილი ესაჭიროებათ. აღმოვაჩინეთ აგრეთვე, რომ ქალებში ცუდი ძილი უკავშირდება სტრესს, დეპრესიას და აღშფოთებას, ეს სიმპტომები მამაკაცებში კი ძილის ხარისხით არ გამოიხატება. სუსტ სქესს ასევე გააჩნია უნარი ერთდროულად თავი გაართვას მრავალ ამოცანას, რომლის დროსაც თავის ტვინის რეგიონის ნაწილები ერთმანეთს უკავშირდებიან დღის განმავლობაში, ამიტომ საჭიროა სრულყოფილი ძილი, რათა აღდგეს თავის ტვინის მთლიანობა (უნარი).


ასევე აღსანიშნავია ახალი კვლევების შედეგად, რომ ქალის ძილი უფრო მშვიდი და დაუღალავია, ვიდრე მამაკაცის, რადგან ტვინის ქერქი მცირდება მხოლოდ ღრმა ძილის ფაზაში. შუა ღამისას გამოღვიძების დროს, ქალს უფრო მეტად უჭირს ხელახლა ჩაძინება, ვიდრე მამაკაცს, ამიტომ კვლევების თანახმად ნაყოფიერი ძილისთვის ხელსაყრელი პერიოდი ადრეული ღამეა, რადგან მოგვიანებით (გვიან ღამით) ტვინი ხდება საკმაოდ მგრძნობიარე გარე გამაღიზიანებლების მიმართ.


მაშასადამე, ქალები უფრო რთულად განიცდიან გამოუძინებლობას, უფრო მგრძნობიარენი არიან სტრესის მიმართ და ხდებიან გაღიზიანებულები და უმწეოები, ამიტომ საჭიროა, რომ მათ ძლიერ სქესზე 20 წუთით მეტი გამოიძინონ "- ასე გვინმარტავენ ინგლისის უნივერსიტეტ ლაფბოროს მეცნიერები.




იხილეთ აგრეთვე:


25 ყველაზე უჩვეულო ფაქტი ქალის სხეულზე

როგორ გძინავთ მეწყვილესთან ერთად?- საინტერესო ახსნა
3 საუკეთესო ქალი (ზოდიაქო), რომელთა ცოლად შერთვა ნამდვილად ღირს
ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით
მატყუარა მამაკაცების 10 ძირითადი ფრაზა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ საწოლში ჩაგითრიონ
ორივე სქესის საყურადღებოდ! როგორ ამოვიცნოთ ქალი და როგორ ვიბრწყინოთ მამაკაცის გვერდით
რით განსხვავდება ბრძენი ქალი ჭკვიანისგან
სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის- 10 სახალისო ფაქტი
აქამდე შეუმჩნეველი სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის
აი როგორ მუშაობს ქალური ლოგიკა- ბევრს იხალისებთ
ქალები რომ არ ყოფილიყვნენ...
რა უპირატესობები აქვთ ქალებს "ძუძუს" გარეშე?


3
1635
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1635
  
2017, 17 იანვარი, 22:52
სახლში კაცები აკეთებენ საქმეს და უვლიან ბავშვებს და აბა აღარც ილაპარაკონ? :)))
2017, 17 იანვარი, 17:46
ბევრი საუბრით იღლებიან და ხომ უნდა აინაზღაურონ ძალები! :)
0 1 3