x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
რუსუდან ფეტვიაშვილის ექსპოზიცია

image

რუსუდან ფეტვიაშვილი თანამედროვე მხატვართა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა გამოსახულების ენა მინიმალიზმი და ლაკონიზმი სულაც არ არის. გარკვეულწილად, ფეტვიაშვილის შემოქმდების საფუძველი არის ქართული კედლის მხატვრობა. ეს კულტურული მემკვიდრეობა რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედებაზე საუბრისას ერთგვარ წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ. კედლის მხატვრობა, როგორც ხაზობრივი საწყისი და ასევე აღმოსავლური ხელოვნება. მხატვრის მამა საკამოდ კარგად იცნობდა ორიენტალისტებს. ამიტომ ხაზისადმი რუსუდანის სიყვარული ბავშვობიდანვე გამომჟღავნდა. ფეტვიაშვილი მიეკუთვნება იმ მცირე მხატვართა ჯგუფს, რომელიც პატარაობიდანვე პუბლიკას შოკში აგდებს ასაკისა და გამოცდილების შეუფერებელი მხატვრული აზროვნებით. ეს მხოლოდ მისი გავარჯიშებული თვალის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში დაიხვეწა.
დენადი, ერთმანეთში გარდამავალი ხაზი, ქალის წაგრძელებული თვალის ჭრილი და აუცილებლად აღმოსავლური თავსაბურავი თუ ეგზოტიკური ფერადოვნება. ამ სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოდ თი -ბი -სი გალერეაში წარმოდგენილი ფეტვიაშვილის ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ მხატვარი სხვადასხვა ტექნიკაში მუშაობს. ესაა მისი დაუსრულებელი მცდელობები ახლის ძიების, თან ისე, რომ უკვე განსაზღვრულ საკუთარ ინდივიდუალურ ხელწერას არ კარგავს. ფეტვიაშვილის ნამუშევრები რამდენადაც გავს ერთმანეთს იმდენად განსხვავდება განწყობის თვალსაზრისით. მისი ხაზების თვალიერებისას ისე „ერთობა“ რეციპიენტი, რომ ფაქტობრივად ერთგვარ პლასტიკურ „ქონთემფორარს“ გვთვაზობს მხატვარი. „ქონთემფორარი“ არა გამოსახულების ფორმის თვალსაზრისით, არამედ ემოციური განწყობილებით. თითოეული ნამუშევრიდან სხვადასხვ ემოცია მოდის, რომელიც იმწამიერია. გამოფენიდან გასვლის შემდეგ კი, არა კონკრეტული სურათი და ხაზი, ამახსოვრდება რეციპიენტს, არამედ მთლიანდ მხატვრობის ძლიერი რიტმულობის შეგრძნება და პლასტიკისგან მიღებული უდიდესი შთაბეჭდილება.
„თი
-
ბი
-
სი გალერეაში“ მოწყობილი
რუსუდან ფეტვიაშვილის დროებითი ექსპოზიცია კლასიკური მუსიკის თანმხლებით მიმდინარეობდა.
ფორმის თვალსაზრისით, მელოდიის ჟღერადობა თანხვედრაშია ფეტვიაშვილის შემოქმედების ექსპრესიულ, დინამიკურ ხაზთან. თუმცა,
ექსპოზიციისგან მიღებული, ისედაც მძაფრი შთაბეჭდილები აღარ საჭიროებდა მუსიკალური ფონით გაზვიადებას. შესაბამისად, კლასიკური
მელოდია რეციპიენტს გარკვეუწილად წარმოსახვისა თუ შეგრძნების თავისუფლებას უზღუდავდა.



რუსუდან ფეტვიაშვილის შემოქმედება აგებულია პლასტიკურ - ხაზობრივ კომპოზიციებზე.
მხატვრის ხაზი იმდენად მოქნილია, რომ ორიენტალისტების დრეკად, ნახევარწრიულ კონტურების
ასოციაციასაც კი იწვევს. აღმოსავლური მიტივი, რომელიც თავისთავად ხაზობრიობას გულისხმობს
ფეტვიაშვილის ნამუშევრებში, როგორც თემად ასევე ფორმადაა გამოყენებული. სპარსული ხელოვნებისათვის
დამახასიათებელი ნიშანი: სიბრტყე - სივრცე და მკვეთრი, ლაქობრივი პალიტრა. ხოლო შორეული
აღმოსავლეთის მოქნილი, წრიული კონტური, რისი მეშვეობითაც ერთმანეთში გარდამავალი ფორმები
მაქსიმალურად იკითხება. ნამუშევრების შინაარსი
აბსტრაქტულ - ფერადოვანი სიზმრისეული პასაჟებია, სადაც საგანი არასდროს იკარგება.



ფეტვიაშვილის მხატვრული
სტილისტიკა ასეთია : მუშაობს სხვადასხვა სახის ტექნიკაში, სიბრტყე ყოველთვის სავსეა ადამიანისა თუ მითიური არსებების
მსგავსი ფიგურებით. მაქსიმალური ექსპრესია ფორმით, თითქოსდა, სასუნთქი სივრცეც აღარსად
რჩება, თუმცა თვითონ ფიგურების უდიდესი პლასტიკა
იძლევა ჰაეროვნებისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები სავსეა
საუკუნეების განმავლობაში დალექილი ხელოვნების ერთგვარი არქეტიპული მოტივებით. ესაა
აღმოსავლური ხელოვნება, რომელიც ასეთი სიმძაფრითა და ტრანსფორმაციით წარმოჩნება ფეტვიაშვილის
მხატვრობაში.


ფერწერული კომპოზიციებს
კი ლაქობრივი ფერადოვნება ახასიათებს. გარკვეულწილად, ფერით მხატვარი, ხანდახან ეგოზოტიზაციასაც
კი ახდენს ნამუშევრების. ასეთ დროს ხაზის სიმსუბუქე იკარგება და ფერის სიმკვეთრე და
ზოგადად, ნამუშევრის დეკორატიულობა გამოდის პირველ პლანზე. ასეთია მაგალითად, „შარფის
ესკიზების“ სერია.


ექსპოზიციაზე, ფერწერული
ნამუშევრების გარდა დამთვალიერებელი, რაზეც განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იყო
ორი ჰორიზონტალური გრაფიკა, რომელიც აბრეშუმზე შერეული ტექნიკითაა შესრულებული. პანოები
ერთმანეთის გვერდი - გვერდ ეკიდა. „დევნისა“ და „სიყვარულის“ აბსტრაქტულ კომპოზიციებში
მეორდება მხატვრის საყვარელი აღმოსავლური მოტივი
- ქალის ფიგურები პროფილში, თავსაბურავითა
და წაგრძელებული თვალებით, რომელთაც „ნეფერტიტის“ ერთგვარი ვარიაციებიც კი შეიძლება ეწოდოს. „დევნაში“
ფიგურების ექსპრესიული კონტურის გარდა, თავსაბურავებზე
წითელი ლაქები სიმძაფრეს მატებს ნამუშევარს. ხოლო
ნამუშევარში „სიყვარული“ მხატვრის ფორმის შეგრძნება პირდაპირ ასოციაციას იწვევს
ლადო გუდიაშვილის ნიუს სერიასთან.
გამოფენისა და მრავალი
ასოციაციის პარალელურად, რომელიც რეციპიენტს უჩნდება რუსუდან ფეტვიაშვილის თუნდაც ერთი
ნამუშევარის ნახვისას, დამთვალიერებელს, ასევე, შეეძლო მხატვრის
ფერწერული თუ გრაფიკული სერიების მცირე კრებულების შეეძინა.

0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0