x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101491
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
9 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის პიურეს მომზადებისას ვუშვებთ - ამაზე ნამდვილად არ გიფიქრიათ!
image
კარტოფილს პიურე - კლასიკური გარნირი, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ, მხოლოდ ერთი შეხედვით არის მარტივი მოსამზადებელი. სინამდვილეში ბევრმა არ იცის მისი სწორად მომზადება და შეცდომებს უშვებს როგორც კარტოფილის შერჩევაში, ასევე მის დამუშავებაში, ინგრედიენტების დამატებასა თუ მოხარშვაში. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც იდეალური - ფუმფულა, ნაზი და ერთგვაროვანი პიურეს მომზადებაში დაგეხმარებათ.

1. გარეცხეთ კარტოფილი


image
ეს რეკომენდაცია შეიძლება ბევრს ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი კარტოფილს რეცხავს არა გათლამდე, არამედ გათლის შემდეგ. სინამდვილეში კარტოფილი აუცილებლად უნდა გაირეცხოს გათლამდე, უნდა მოსცილდეს მიწა და ჭუჭყი და, შესაბამისად ნიადაგიდან წამოყოლილი ბაქტერიები.


2. გამოიყენეთ რამდენიმე სახეობის კარტოფილი

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯიშის გორგლები თითქმის ერთნაირად გამოიყურება, გემოთი შეიძლება ძალაინ განსხვავდებოდეს. შესაბამისად, სხვადასხვა ჯიშებმა ერთმანეთი შეიძლება კარგად "შეავსონ" საგემვნო თვისებებით. მაგალითად, ჯიშები, რომლებიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, უკეთ შთანთქავს კარაქსა და რძეს, რის გამოც პიურეს ფაფუკ და ჰაეროვან ტექსტურას სძენს, წებოვანი კარტოფილი კი გემოს გამოკვეთს. მხოლოდ ერთი ჯიშის გარტოფილის გამოყენებით, ყოველთვის არის რისკი იმისა, რომ პიურე ან ბლანტი გამოვიდეს, ან კიდევ ზედმეტად ფხვიერი.

3. წყალს წინასწარ ნუ გააცხელებთ


image
თუ დაჭრილ კარტოფილს მდუღარე წყალში ჩაყრით, იგი სწრაფად მოიხარშება გარედან, შიგნით კი უმი დარცება. კაროფილის ნაჭრების ცენტრი და გარე ფენა ერთდროულად მიაღწევს საჭირო შიდა ტემპერატურას იმ შემთხვევაში, თუ ქვაბში ჩაყრილ ნაჭრებზე ცივ წყალს დაასხამთ და მხოლოდ ამის შემდეგ შემოდგამთ ცეცხლზე.

4. დაუმატეთ მარილი წყალს

ისევე, როგორც მაკარონი, კარტოფილიც ისრუტავს წყალსა და მარილს. ამიტომ კარტოფილი მარილით შეაზავეთ ხარშვის პროცესში.

5. თვალყური ადევნეთ ტემპერატურას


image

ზედმეტად მოჩუხჩუხე წყალში კარტოფილი სწრაფად დაიფშვნება. ამიტომ, მოსახარშად ქურას მაქსიმალურზე ნუ აუწევთ. უმჯობესია დაბალ ცეცხლზე მოამზადოთ, რაც უფრო თანაბარ მომზადებას უზრუნველყოფს.

6. კარგად გააშრეთ კარტოფილი



image
სველი კარტოფილი პიურეს ყველაზე საშიში მტერია. ზედმეტი წყალი კერძის გემოზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, მოხარშვის შემდეგ წყალი უნდა გადაიღვაროს, კარტოფილი კი უნდა გამშრალდეს - ამისათვის საკმარისია წყალის გადაწურვის შემდეგ, გარკვეული დროით დატოვოთ ისევ ცხელ ქვაბში, ძალიან დაბალ ცეცხლზე. შეიძლება ასევე ცოტა ხნით ჰაერღუმელსიც შეიდოს. როცა კარტოფილს გვერდები გაუთეთრდება, მზადაა.

7. გამოიყენეთ სწორი ინვენტარი


image
საჭყლეტი და ცხაურა ნამდვილად არ არის ის ინსტრუმენტები, რომლებიც ფაფუკი პიურეს მომზადებაში დაგეხმარებათ. საუკეთესო ვარიანტია თუ გამოიყენებთ სპეციალურ პრესს, რომელიც ჰაეროვანი, ერთგვაროვანი ტექსტურის მიღებას უზრუნველყოფს.

8. დაამატეთ თბილი რძე


image

დაჭყლეტილი კარტოფლის ცივ რძესთან შერევა არც თუ ისე კარგი იდეაა. გარდა იმისა, რომ ამ გზით პიურე მყისიერად გაცივდება, ასევე დაკარგავს ჰაეროვნებას. ამიტომ, სანამ დაამატებთ, აუცილებელია რძე შეათბოთ.

9. არ გაადნოთ კარაქი გაზქურაზე


image
როცა კარაქს გაზქურაზე ალღობთ, რძის მშრალი ნივთიერებები და ცხიმი ერთმანეთისგან იმიჯნება. პიურეში ცივი (არა გაყინული) კარაქის დამატებისას, ცხიმი სხვაგვარად ლღვება და მასში შემავალი კომპონენტები კარტოფილის მასაში თანაბრად გადანაწილდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 5 შეცდომა, რომელსაც "ოლივიეს" მომზადებისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!

image

2. 6 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის შეწვის დროს ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!

image

3. შეცდომები, რომლებსაც მაკარონის მომზადების დროს ვუშვებთ

image

4. ახალი კარტოფილი უფრო სასარგებლოა თუ ძველი და როგორ მოვამზადოთ სწორად - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. უნდა გავთალოთ თუ არა კიტრი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image

6. რატომ არ უნდა მივირთვათ მანის ფაფა - ეს ბევრმა არ იცის!

image

7. გოგლი-მოგლი: წამალი თუ საწამლავი? - ეს უნდა ვიცოდეთ!

image








0
6658
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0