x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134379
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
14 წლის ბიჭი რომელიც 17 ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი...

imageუკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ამ ბიჭის სურათს ატრიალებენ, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონობისა, კვლავაც სიღარიბის უკიდურეს ზღვარზეა და ოჯახის სარჩენად ქუჩაში ლიმონს ყიდის...აკაკი ისნჯიკაშვილი ამასთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდგომ პოსტს აქვეყნებს :
"წუხელ ვიყავი ამათთან ჩასული...ეს ბიჭი აიდონის ბადიროვია, 14 წლის ბიჭი რომელიც 17 ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში. ცხოვრობს დედასთან, მამასთან და სამ პატარა დასთან ერთად დაქცეულ სახლში, რომელშიც ქირას - ას ლარს იხდიან. ყოველ დილას ფეხით ხუთ კილომეტრს გადის რომ სოფელ ველიდან აფრიკაში, ავტობუსამდე ჩამოაღწიოს, იქიდან ვაგზალზე მიდის და საღამომდე ლიმონს ჰყიდის. საღამოს ვარჯიშობს და ისევ იმ გზას გადის უკან. რაც პირველი მთხოვა, ქართული პასპორტია, უნდა რომ ჩვენი მოქალაქე იყოს.... გუშინ ჩავუტანე საჭმელი, ერთი თვე მაინც ეყოფათ, მაგრამ ბიჭს სჭირდება სპორტული ტანსაცმელი და აღჭურვილობა. მამას ნებისმიერი სამსახური, სახლს ყველაფერი... თვეში ორჯერ ფული არ შემიგროვებია, მაგრამ ბიჭს ახლა სჭირდება მხარდაჭერა, ოქროსავით ბიჭია. ეხლა გურჯაანში მივდივარ, ჩამოვალ და მაშინვე ისევ ვნახავ.
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით."imageსაზოგადოებამ მალევე აიტაცა ბიჭის ისტორია და ბევრმა დახმარებაც გაიღო.მეორე დღესვე აკა სასიხარულო ამბავს აქვეყნებს : "აიდონისთან ყველაფერი გვარდება ნელნელა... მასაც, დედმამასაც და პატარა დებსაც უკვე აქვთ საჭმელი, სათამაშოები, ტანსაცმელი, სპორტული აღჭურვილობა, მოვუგვარეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები, საბუთების ამბებიც გვარდება ნელნელა, მის დედას კი ვუმკურნალებთ .დარჩა საშოვნი საწოლი და მაგიდა, იქნებ ვინმეს გქონდეთ ზედმეტად სახლში, მე მოვალ და წავუღებ. გრძნობს ადამიანების მხარდაჭერას და აწი ნახეთ თქვენ მისი მედლები და ჩემპიონობა... დღეს როცა ყველაფერი ვუყიდე, მივდიოდით, უკან ჩამომრჩა და მთელი დღის ნაგროვები ხურდები მოხუც მათხოვარს მისცა , ლამის ავღნავლდით ქუჩაში... მარტო მე არ უნდა შემხვდეს ყველაფერიო. აესეთი ბიჭია და ყველაფერს იმსახურებს "image

0
296
7-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0