x
image
ციცი
Mediator image
სასარგებლო პროდუქტების კომბინაციები. რა რასთან ერთად უნდა მივირთვათ

სასარგებლო პროდუქტები ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია. იმისათვის რომ პროდუქტებიდან მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ, დიდი მნიშვნელობა აქვს მათ კომბინაციას. არის ისეთი პროდუქტები, რომლებიც ცალ-ცალკე დიდი სარგებლობის მომტანია, მაგრამ რომელიმე გარკვეულ პროდუქტთან შეთავსებისას ზიანის. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას თუ რომელი პროდუქტების კომბინაციაა სასარგებლო და რომელის არა.


1. კვერცხი და პომიდორი=ახალგაზრდობას.


შემწვარი კვერცხი პომიდვრით- საუკეთესო საუზმე. პომიდორი მდიდარია სელენით, ხოლო კვერცხი ვიტამინი E-თი. ამ ორი პროდუქტის კომბინაცია ეხმარება ორგანიზმს ვიტამინების უკეთ შეთვისებაში და ანელებს დაბერების პროცესს.image



2.პომიდორი და მცენარეული ზეთი = ლამაზ კანს.


პომიდორი და მცენარეული ზეთი უბრალოდ ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. პირველ რიგში, ის რომ გემრიელია, და მეორეც ანტიოქსიდანტი lycopene, რომელსაც პომიდორი შეიცავს მცენარეულ ზეთთან კომბინაციაში აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.image


3. ქათამი და სტაფილო=იმუნიტეტს.


სტაფილო დიდი რაოდენობით A ვიტამინს შეიცავს, ხოლო ქათამი მდიდარია თუთიით. ამ ორი პროდუქტის შეთავსებით თქვენ ეხმარებით ორგანიზმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. გაციების დროს საუკეთესო საშუალება, ვიდრე ქათმის ბულიონი სტაფილოთი, უბრალოდ არ არსებობს.

image

4. მოხარშული საქონლის ხორცი და წითელი ღვინო=ჯანმრთელ სისხლძარღვებს.


მხოლოდ ერთი ბოკალი წითელი ღვინო სადილზე ხორციან კერძთან ერთად, ხელს შეუშლის სისხლძარღვთა კედლებში ქოლესტერინის ჩალაგებას. ბოროტად არ გამოიყენოთ წითელი ღვინის ეს სამკურნალო თვისება!

image


5.იოგურტი და სელის თესლი=საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას.


იოგურტი მდიდარია პრობიოტიკებით. იმისათვის რომ ორგანიზმზე სრულად იმოქმედონ, მათ დასახმარებლად მცენარეული ბოჭკოები ესაჭიროებათ, რის გამოც იოგურტში სელის თესლს ამატებენ. საჭმლის მომნელებელი სისტემა მადლობას გეტყვით თქვენ ამ ორი პროდუქტის კომბინაციისთვის.image

6. შვრია და ვაშლი=ჯანმრთელ გულს.


დაიკლო წონაში ისე რომ ზიანი არ მიაყენო ორგანიზმს და თან ამასთან ერთად მიიღო სასარგებლო ნივთიერებები, შესაძლებელია-მიირთვით დილით შვრიის ფაფა ვაშლით. ცელულოზა შვრიაში ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას და ასევე აუმჯობესებს სისხლძარღვთა სისტემას, რაც გულის ჯანმრთელობას უწყობს ხელს. ფლავონოიდები ვაშლში კი იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან.

image
7. მწვანე ჩაი და ლიმონი=სიმსივნისგან დაცვას.


კატეხინები, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს კიბოს უჯრედების ზრდას ანელებს. ლიმონის წვენი კი ხელს უწყობს ამ ორგანული ნივთიერებების შეთვისებას.

image

8.კვერცხი და ისპანახი=ცხოვრება პრემენსტრუალური სინდრომის გარეშე.


ქალები, რომლებიც მოიხმარენ საჭირო რაოდენობის კალციუმს და D ვიტამინს ბევრად უფრო ნაკლებად განიცდიან პრემენსტრუალურ სინდრომს. ამიტომ, ხშირად მიირთვით ამ ვიტამინების ძირითადი წყაროს პროდუქტები კომბინაციაში და იყავით ჯანმრთელი!

image

არ დაგავიწყდეთ ჩემი რჩევები და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს! ასეთი ინფორმაცია ნამდვილად გამოგადგებათ!



იხილეთ სტატია იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტების ერთად მირთმევა არ არის რეკომენდირებული

image

შეუთავსებელი პროდუქტები- რა უნდა გავითვალისწინოთ კვების დროს.

image




0
245
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0