x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ნივთები, რომელთაც სახლში დადებითი აურა მოაქვთ
ალბათ ბევრი თქვენგანი მიიჩნევს, რომ უბარაქობა, ცუდი და კარგი აურა მხოლოდ ცრურწმენაა, თუმცა თითქმის ყველას ცხოვრებაში დამდგარა "შავი ზოლების" პერიოდი, როგორც ამაზე რუსები ამბობენ ხოლმე (черная полоса), ან თუნდაც ხვდებით რომ ეს დღე თქვენია და პირიქით. აურზაური და უსარგებლო ნივთები, რომლებიც ქაოსს იწვევნ, ნამდვილად უარყოფით გავლენას ახდენენ ჩვენზე, ამიტომ საჭირო ხდება მათგან გათავისუფლება. თუმცა არის საგნები, რომელთაც დადებითი აურის და ენერგიის მოტანა შეუძლიათ. თუ გსურთ თქვენს სახლშიც იყოს დადებითი ენერგიის ტალღა, სითბო და სინათლე, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, წაიკითხეთ რჩევები და აუცილებლად ყურად იღეთ.


image


როგორ მოვიზიდოთ დადებითი ვიბრაცია?


● შექმენით ოთახის ცენტრში ხის და მიწის ფერები;


● მინის ზედაპირიანი მაგიდა და სხვა ნივთები სომბოლურია ბუნების დასაწყისისა, ამიტომ იქონიეთ მსგავსი ნივთები;

● ფული. ფულის ბანკნოტებს ასევე დადებითი ენერგიის მოტანა შეუძლია სახლში, ამიტომ კარგი იქნება თუ მინაში ჩასმულ ბანკნოტებს დადებთ;

● არსებითი მნიშვნელობა აქვს სურათებს დადებით ენერგიაზე გავლენასთან, ამიტომ იქონიეთ სურათები კედელზე მოხუცი კაცის გამოსახულებით, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმბოლოა; ჩანჩქერი და ლანდშაფტი, რომელიც კარიერის წარმატების სიმბოლოა; ფერწერა ცეცხლის ფერებში საზოგდოების მიმართ პატივისცემას გამოხატავს; მწვანე ხეები სიმრავლეს; ფენიქსის გამოსახულება ნათელ გზას მიუთითებს ცხოვრებაში; ცისარტყელას კი ბევრი ჯადოსნური და ლამაზი დღეების მოტანა შეუძლია.



ვინც თვლით, რომ მოგბეზრდათ საკუთარ სახლში ცხოვრება, ყველაფრის შეცვლა ჯერ კიდევ შეგიძლიათ და დადებითი განწყობა აუცილებლად დაბრუნდება.




იხილეთ აგრეთვე:


10 ნივთი, რომლებსაც ოჯახში უბარაქობა მოაქვს



0
2628
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0