x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის უცხოეთში





შობა და ახალი წელი ის დღესასწაულებია, რომელსაც მთელ მსოფლიოში დიდი სიხარულით აღნიშნავენ, თუმცა ყველა ქვეყანას თავისებური წესები და ტრადიციები აქვს. ამ სტატიაში ყურადღებას კულინარიულ ტრადიციებზე გავამახვილებთ.
ყველას მოგეხსენებათ, რომ ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია საცივის, გოზინაყისა და ჩურჩხელების გარეშე. საინტერესოა, რა კერძები ამშვენებს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო სუფრას?
გერმანული ახალიწლის ღამე ერთდროულად ძალიან საზეიმო და მადისაღმძვრელია.

ბელგიასა და ლუქსემბურგში შობა წარმოუდგენელია დარიჩინიანი თაფლაკვერების გარეშე, რომელთაც სხვადასხვა პერსონაჟის ფორმა აქვთ. სუფრაზე აუცილებლად დევს შემწვარი ბატი ან ინდაური. ახალი წლის დღეს კი მიირთმევენ ტრადიციულ შუკრუტს: მჟავე კომბოსტოს კერძს, მომზადებულს სხვადასხვა სახის ძეხვეულთან და ხორცთან ერთად.
ფრანგული საშობაო სუფრა ნამდვილად პომპეზურია. ეს ის დღეა, როცა ყოველი ფრანგი თავს უფლებას აძლევს დელიკატესები დააგემოვნოს: ფუა გრა, ხამანწკები, შებოლილი ორაგულის ფილე თითქმის ყველა სუფრას ამშვენებს. ინდაური წაბლით ტრადიციული საშობაო კერძია საფრანგეთში, ხოლო საშობაო რულეტი - უცვლელი ტკბილეული.
უნგრეთში დიდ ყურადღებას აქცევენ საახალწლო სუფრის დეკორაციას და ხშირად იყენებენ უნგრეთის დროშის ფერებს: წითელს, თეთრსა და მწვანეს. მთავარი კერძი თევზია, ხოლო დესერტად ხაშხაშიან და ნიგვზიან ნამცხვარს ამზადებენ, სადაც ყაყაჩო ერთობისა და ქორწინების სიმბოლოა, ნიგვზის დახმარებით კი მომავალს წინასწარმეტყველებენ.
ახალი წელი

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:დარეჯან მალიშავა
დარეჯან მალიშავა
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0