x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მიშელ ობამას უცნაურმა საქციელმა მეუღლის გამოსამშვიდოებებლი სიტყვის დროს, მსოფლიო გააოცა
2017 წლის 10 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა. აღნიშნული გამოსვლა ნაციონალური ტელევიზიით გადაიცემოდა. როცა ობამამ მეუღლესა და ქალიშვილებზე დაიწყო საუბარი, გული აუჩუყდა და რამდენიმე წამით საუბრის უნარიც კი დაკარგა. თავის ემოციურ სიტყვაში, აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ქალიშვილებს მიმართა: "მალია და საშა! ასეთ უცნაურ გარემოებებში უკვე ქალებად იქეცით, ჭკვიან და ლამაზ, კეთილ და ყურადღებიან ქალებად". "შეიძლება ამ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიე, მაგრამ ჩემი ყველაზე მთავარი მიღწევა თქვენი მამობაა."


მალიამ, რომელიც დარბაზში იჯდა, ემოცია ვერ შეიკავა. საშამ ვერ შეძლო მამის გამოსვლაზე მისვლა, რადგან ვაშინგტონში იმყოფებოდა და სასკოლო გამოცდებს აბარებდა.


image


პრეზიდენტმა არანაკლებ გულისამაჩუყებელი სიტყვებით მიმართა პირველ ლედის: "უკანასკნელი 25 წლის მანძილზე შენ არა მხოლოდ ჩემი მეუღლე და შვილების დედა იყავი, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც". "შენ საკუთარ თავზე აიღე როლი, რომელიც შეგეძლო არც გეტვირთა. მაგრამ შენ ეს დამოუკიდებლად და ძალიან დახვეწილად გააკეთე. შენი წყალობით ახლა თეთრი სახლი ყველას ეკუთვნის."



ბევრმა დაკვირვებულმა მაყურებელმა შენიშნა, რომ პირველი ლედის ირგვლივ ტიროდა ყველა, გარდა თავად მიშელისა და ამან დიდი გაკვირვება გამოიწვია.


image


ცრემლი ვერ შეიკავა ვერც ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელსაც ობამამ მას მიმართა. "ჩვენ შენ და ჯილი ჩვენი ოჯახის წევრებივით გვიყვარხართ, " - უთხრა ობამამ ბაიდენს, "და ჩვენი მეგობრობა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულია."


თავის გამოსვლაში პრეზიდენტი შეეხო ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის ქვეყანაში არსებულ რასობრივ წინააღმდეგობებს, რომლებიც საბოლოოდ მაინც ვერ გადაიჭრა ქვეყნის სათავეში პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მოსვლითაც კი.


"მუქკანიან ბავშვებს ყველასთან და ყველაფერში თანასწორი უფლებები ექნებათ. ისინი ჩვენი ქვეყნის მამოძრავებელი ძალის ნაწილი და სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან." - აღნიშნა ობამამ. "და მხოლოდ კანონი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყნის მულტიკულტურულ მოსახლეობაში ჰარმონიულობამ დაისადგუროს. საჭიროა, რომ ეს ჩვენს გულებშიც იყოს."


იხილეთ, როგორ უხდის მადლობას პრეზიდენტი ობამა მეუღლეს:



ასევე დაგაინტერესებთ:

1. სკანდალური ფოტოები ქალისა, რომელიც აშშს პირველი ლედობისთვის ემზადება

image

2. ივანკა ტრამპის ამ ფოტომ ხალხი აღაშფოთა - დააკვირდით ფონს!

image

3. ავარიაში დაღუპული გოგონას უკანასკნელმა სიტყვებმა მსოფლიო შეძრა

image

4. ამ ისტორიამ მსოფლიო შეძრა! - გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 360 ადამიანი გადაარჩინა

image

5. რატომ გამოიყურებოდა სააკაშვილი "დაბნეულად და გასაცოდავებულად" აშშ-ს აეროპორტში (+ვიდეო)

image


0
557
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0