x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
აიკრძალება თუ არა ,,ნუთელა''-ს გაყიდვა და იწვევს თუ არა ის კიბოს? (+ნუთელას რეცეპტი სახლის პირობებში)

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ყველასათვის საყვარელი პროდუქტი - “Nutella'' მალე აღარ გაიყიდოს, იმ საშიში ინგრედინეტის გამო, რომელსაც ის შეიცავს. დღეს მე გადავწყვიტე ვრცლად მომეწოდებინა თქვენთვის ის საშიშროებები, რასაც ეს შოკოლადის კრემი შეიცავს და ის, თუ რატომ ემუქრება ამ პროდუქტს აკრძალვა.image“Nutella''-ს შემადგენლობა:
შაქარი, პალმის ზეთი, კაკაო, რძის შრატი, სოიოს ლეციტინი, ვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო რგოლებში ეკრანზე ვხედავთ ჯანსაღ თხილს და ა.შ სინამდვილეში, ინგრედიენტი, რომელიც ნუტელაში ჭარბობს, არის შაქარი. არსებობს ვარაუდები, რომ ეს შაქარი გენმოდიფიცირებულია. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ის კი დარწმუნებით ვიცით, რომ შემდეგი ინგრედიენტი არის პალმის ზეთი. ეს ალბათ ყველაზე საშიშია დანარჩენებს შორის. სწორედ ეს არის ნივთიერება, რომელმაც ამხელა ალიაქოთი გამოიწვია და რომლის გამოც შესაძლოა “Nutella''-ს გაყიდვა შეიზღუდოს.
პალმის ზეთი გამოიყენება Nutella-ში. ის აძლევს პროდუქტს კრემისებრ ტექსტურას. სწორედ ის იწვევს გულის შეტევას და კიბოს. ასევე პროდუქტი კარცენოგენულ კომპონენტებსა და მჟავურ ნაერთებს შეიცავს.imageცოტა ხნის წინ “ნუთელა აშშ''-მ ბრალდებებებს უპასუხა და განმარტება გააკეთა მათ პროდუქტში შემავალი პალმის ზეთის შესახებ: "უსაფრთხოება არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ ფრთხილად შერჩეული ნედლეული უსაფრთხოა. ჩვენ პროდუქტის შესაქმნელად მომზადების პროცესში ხარიხს მკაცრად ვიცავთ" ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შედეგის საბოლოოდ მისაღებად კვლევები ისევ ჩასატარებელია და სუპერმარკეტების თაროებზე "ნუტელა" ისევ რჩება. თუმცა ზოგიერთი დიდი სუპერმარკეტი, მაგალითად იტალიის უდიდესი ქსელი, Coop პროდუქტს გაყიდვიდან იღებს.
საქართველოში ჯერჯერობით ცვლილებები პროდუქტთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. imageმანამდე კი შემოგთავაზებთ რეცეპტს, თუ როგორ მოამზადოთ შოკოლადის კრემი სახლის პირობებში და დარწმუნებული იყოთ, რომ საშიშროება არ გემუქრებათ.
1 ჭიქა რძე
1 ჭიქა შაქარი
2ს/კ პურის ფქვილი
3ს/კ კაკაო
100გრ კარაქი
ავიღოთ შაქარი მოცემული რაოდენობით, დავამატოთ კაკაო, შემდეგ დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ ნელთბილი რძე და ისევ ავურიოთ. დავდგათ გაზქურაზე, განუწყვეტლივ ვურიოთ. მორევა გავაგრძელოთ 5 წუთი, შემდეგ დავამატოთ კარაქი. კარაქის გადნობის შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაციოთ და გემრიელად მივირთვათ.image

0
699
6-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0