x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გრიგოლ ტატიშვილი (1838 – 1911)

imageგრიგოლ ტატიშვილი (1838 – 1911) პირველი ქართველი ქსილოგრაფი - გრავიორი, ქართული გრაფიკის
ფუძემდებელი. გრიგოლ ტატიშვილი გორელი მზარეულის შვილი იყო. გრაფიკული ხელოვნება
მან შეისწავლა თბილისში მოღვაწე იტალიური საოპერო დასის დეკორატორ
მხატვრებთან. (ალექსანდრე წერეთელს
ჩამოჰყავდა იტალიური ოპერის დასი).

გრიგოლ ტატიშვილი იმდენად ეუფლება ამ
ხელოვნების ტექნიკასა და ოსტატობას, რომ 60-იანი წლებში იწყებს ქართული მხატვრული
შრიფტისა და აგრეთვე ქართული არქიტექტურის ორნამენტების გრაფიკულ დამუშავებას.
1868 წელს ტფილისში გახსნა საკუთარი სახელოსნო.



მხატვრის ეს ძიება განსაკუთრებულ ინტენსიურ ხასიათს იძენს 80 -იან წლებში.
1888წ.-ს გამოვიდა „ვეფხისტყაოსანი“ უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით.
მხატვარმა იგი ქართული ხელნაწერების მორთულობისა და ქართული არქიტექტურის ძეგლების
ორნამენტების საფუძველზე შექმნა.



. „არშიები,
სათაური ასოები და სიმბოლოები, - ვკითხულობთ გამომცემლის
ბოლოსიტყვაობაში, -შეადგინა გრიგოლ ტატიშვილმა და ამოსჭრეს პეტერბურგში ლიკნანმა და
მეიმ. მხატვრობა ამ მორთულობისათვის გადმოღებულია ძველი მწერლობიდან და
საქართველოს ციხე - ეკლესიებიდან, ხოლო ზოგიერთი ამ მხატვრობათაგანი უფრო
დამთავრებული და დასრულებულია. თითქმის ყოველ მონასტერსა და ციხეს- მცხეთას,
უფლისციხეს, ბეთანიას, ქუთაისს, გელათს, საფარს, კაბენს, ახტალას, პიტარეთს,
სამთავისს, ატენს-თავისი წილი უდევთ ამ წიგნში, თავისი კვალი აქვთ აღბეჭდილი“.



გრიგოლ ტატიშვილი გარდა მხატვრული
გაფორმებებისა ან სხვა მხატვართა ნამუშევრების ხეზე გადაღებით, თვითონაც ქმნიდა ილუსტრაციებს, სურათებს. ამ
ხასიათის ნაწარმოებებით გაფორმებულია ქართული და სომხური საბავშვო ჟურნალები
(„ჯეჯილი“, „ნაკადული“ და ა.შ.) აღსანიშნავია
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და აგრეთვე „რუსკოე
სლოვო“.

ქსილოგრაფია - ხის მასალზე ამოჭრა, გრავირება. ექსლიბრისი - მხატვრულად გაფორმებული ნიშანი, იარლიყი, რომელსაც აკრავენ წიგნის ყდის შიგნითა მხარეს და რომელზედაც აღნიშნულია პატრონის გვარი. (პირად ბეჭედზე მფლობელის ინიციალები).

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0