x
image
მადამ ფისუნია
ალექსანდრე მრევლიშვილი

imageალექსანდრე
მრევლიშვილი დაიბადა მცხეთაში 1866 წელს. სწავლობდა
თბილისის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ სიღარიბემ ეს სასწავლებელი მეოთხე
კლასიდან მიატოვებინა. მერე თბილისის კერძო სამხატვრო სკოლაში განაგრძო სწავლა. 1884-1890 წლებში
სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებლში,
ხოლო 1898-1901 წლებში კი ევროპაში, კერძოდ, პარიზის „ჟულიანის“ კერძო
აკადემიაში.

სტილი : მისი შემოქმედება ყველაზე ახლოსაა პერედვიჟნიკების მხატვრობასთან.
მათთან სოციალური თემატიკისადმი ინტერესი
აირთინებდა. ალექსანდრე მრევლიშვილი იყო პირველი მხატვარი ვინც მსგავსი თემატიკით
დაინტერესდა. გარდა ამისა, მრევლიშვილს იტაცებდა რელიგიური და სიმბოლისტური
თემატიკა.

მრევლიშვილისათვის დამახასიათებელია ესკიზური მანერა და უბრალოება.

დავით
გურამიშვილი იყო გიგო გაბაშვილის მეგობარი.სწორედ მან ურჩია გიგოს მიუნხენში სწავლა. თვითონ
ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდგომ პარიზში და ბოლოს
მიუნხენში. ასევე ხატავდა კარიკატურებს. 1877 წელს სახლს ხანძარი გაუჩნდა და
ნამუშევრების უმეტესობა დაიწვა.

„ვეფხისტყაოსნის“ილუსტრაციის
დროს სწორედ დავით გურამიშვილი დახატა მიხაი ზიჩმა ავთანდილის სახით.

პარიზში
გაგზავნილ მხატვარ ქალების(ქეთო და ელენე) შემოქმედებაში შედარებით ნაკლები
სიმკვეთრით აისახა თანადროული ავანგარდული მიმდინარეობები. ქეთოს პორტრეტული
მხატვრობა იმპრესიონისტული ფერწერის სტილურ მახასიათებლებს არ ცდება. ელენეს
პეიზაჟები და თეატრალური მხატვრობა ემოციურია და გამოკვეთილად ინდვიდუალური.

ლადო
გუდიაშვილი : 1919წ პარიზშ ჩასულ ლადო თავისი სტილი უკვე ჰქონდა. ნიშანი: ხაზი და
დეკორატიული სტილის სიყვარული, რომელიცგვიანი ქართული კედლის მხატვრობიდან და
სპარსული მინიატურებიდან მოდის. ასევე ნიშა: თბილისური ბოჰემის თემის
ინტერპრეტეცია. მუქ კოლორიტში გადაწყვეტილი, დანაწევრებული, ზოგჯერ
აყირავებული სიბრტყეები, გროტესკული გარემო.
ეროტიზმი (ნიუები-ხაზობრივი).

0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0