x
image
მადამ ფისუნია
ალექსანდრე ბერიძე - (1858- 1917)

image
1871 წელს დაამთავრა
თბილისის სასულიერო სასწავლებელი.1875
წლიდან სწავლობს თბილისის ხატვის სკოლაში, რომელიც 1877წელს დაამთავრა პრემიით.
ამავე წელს შედის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში(მიიღეს თავისუფალ
მსმენელად), სადაც ერთ წელს სწავლობდა.შემდეგ, ავადმყოფობის გამო(ისიც ტუბერკულიოზით დაავადდა
პეტერბურგში), სამშობლოში დაბრუნდა.

1879 წელს ალექსანდრე ბერიძე ნეაპოლის მეფის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში
შედის.1881 წელს ისევ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიას უბრუნდება (მეცადინეობს
ნატურის კლასში), ხოლო 1882 წელს კი საქართველოში ბრუნდება და ქმნის რუსთაველის,
ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის გრაფიკულ პორტრეტებს, რომლებიც ჟურნალ
„თეატრში“იბეჭდებოდა 1885-86წწ-ში. ამავე დროს, იგი მუშაობას იწყებს თეატრალურ -
დეკორატიულ მხატვრობაში, რაც იმით აიხსნება, რომ საერთოდ მხატვარი ახლოს იდგა
თეატრთან და „ქართული დრამატული საზოგადოების“ ერთ -ერთი დამფუძნებელი წევრიც
იყო(1879წ).მისი თეატრალური ნამუშევრებიდან აღსანიშნავია თბილისის ქართული და
რუსული თეატრების მხატვრული ფარდები.
„მაშინვე
(1886წ.)-სწერდა მხატვარი 1888 წლის ოქტომბერში ი. ოქრომჭედლიშვილს, -მივიღე
„კრუჟოკის“თეატრისთვის ფარდის ხატვა;შარშან ამ დროს გავათავე მეორე ფარდა ბანკის
თეატრისათვის“.(ტექსტი გამოქვეყნდა ჟურნალში ქართულ მწერლობა“ 1927წ. #5 გვ.178)
ამავე დროს, ბერიძეს ქართული თეატრისათვის დაუხატავს დიდი სურათები დეკორაციების
მაგივრად.(„დეკორაციების მაგიერ მეორე საზოგადოებას, იგულისხმება ქართული
დრამატული საზოგადოება, უშველებელი სურათები დავუხატე“.- ვკითხულობთ
ი.ოქრომჭედლიშვილთან მიწერილ იგივე წერილში). ამ ნამუშევართა სახით ალექსანდრე
ბერიძემ საფუძველი ჩაუყარა ქართულ თეატრალურ მხატვრობას. (ალექსანდრე ბერიძის
ქართულ თეატრთან სიახლოვის მხრივ, აღსანიშნავია ერთი დეტალი.ვალერიან გუნიას
მოგონებებიდან: „იტალიიდან ახლად ჩამოსული მხატვარი საშა ბერიძე ისეთი აღტაცებული
დარჩა მარიამ საფაროვას მიერ ოფელიას როლის შესრულებით, რომ მან ზეპირად ფერადით
დახატა მისი სურათი ოფელიას როლში“).
1887
წელს ალექსანდრე ბერიძემ განიზრახა ხატვის გაკვეთილების აღება თბილისის წმინდა
ნინოს ქალთა სასწავლებელში, მაგრამ უარი უთხრეს „მასწავლებლის დიპლომის უქონლობის
გამო“.1888 წლის მაისში მხატვარი ისევ იტალიაში გაემგზავრა იმ მიზნით, რომ „ან
რომში ან ნეაპოლში, და ან მილანში“ სამუშაო ეშოვნა, ამით მატერიალური მდგომარეობა
გაეუმჯობესებინა და აგრეთვე მიეღო „სწავლა
და განვითარება ფერადებით ხატვაში“.(ციტირებულია იმავე წერილიდან. „ქართული
მწერლობა“ 1927 #5გვ.179).უსახსრობის გამო მხატვარმა მხოლოდ ვენეციამდე მიღწევა
შეძლო. იქ ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ ი.ოქრომჭედლიშვილისადმი მიწერილ წერილში
ვკითხულობთ: „ზოგს დეკორაციებს ვუხატავ, ზოგს წიგნებისათვის სურათებსა და ზოგს
მეტად იაფ ფასად პორტრეტებს, და მით გავდივარ დღიურად, ხან ლუკმა პური მაკლია და
ხან ფერები“. ამის შემდეგ მხატვარი მოსკოვში გამგზავრებაზე ფიქრობს: „იქ ერთი-ორ
ხატვის გაკვეთილს ვიშოვი, რომ თავი ვირჩინო, ზაფხულამდე მოვემზადები (დღედაღამ
ვიმუშავებ)თეორიულად (პრაქტიკულად მხატვრობაში საკმაოდ განვითარებული ვარ)და
მაისში მასწავლებლობაზე გამოცდას დავიჭერ და დიპლომით დავბრუნდები
საქართველოში...“
მატერიალური
ხელმოკლეობის გამო მხატვარმა ამ განზრახვის განხორციელება ვერ შეძლო.შედეგი არ
მოჰყოლია არც იმ ფაქტს, რომ 1898 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის საბჭომ მას
საშუალო სკოლაში ხატვის მასწავლებლობის უფლება მიანიჭა(მის მიერ წარდგენილი
ნამუშევრების საფუძველზე).ამის გამო მხატვარი, დაახლოებით 900-იანი წლების მიჯნაზე,
ქალაქ კავკავში გადასახლდა, სადაც სიკვდილამდე დარჩა ხატვის მასწავლებლად.
ალექსანდრე
ბერიძის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „მოხუცი“, რომელიც 1881 წელს დახატა
ნეაპოლში. მისი ყველაზე მნიშვნრლოვანი პორტრეტია „მწყემსი“-სხვა სახელწოდებით,
„მწყემსი ბიჭი სახრით“. დაახლოებით 90-იანების ბოლოსაა შექმნილი.

„მოხუცი ქალი აივანზე“, 1897წელს „კვალში“ დაბეჭდილი სურათები „ჩვენი ცხოვრებიდან“
„ჩალანდრები“.

სტილი : რეალისტური, ნატურის ხასიათის გამოხატვა.


0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0