საზოგადოება დედამ 10 დღის ჩვილი ნაგვის ურნასთან დატოვა 2012, 9 ივნისი, 12:38 გუშინ, გვიან ღამით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ნაგვის ურნასთან მიტოვებული ჩვილი იპოვეს. სამართალდამცავებმა ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით ჟვანიას ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს. ჩვილი დაახლოებით 10 დღის არის. ექიმების თქმით, ის სუფთად იყო ჩაცმული და პისრახოცში გახვეული. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება დაწყებულია და ჩვილის დედას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 138 8-ს მოსწონს 1-ს არა
|