x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
როგორ გავიქრე ნაოჭები შვიდ დღეში! სახლში მომზადებული კრემი, რომელიც კანს გაგიახალგაზრდავებთ

ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს ელასტიურობას და ძველებურ შესახედაობას, ჩნდება ნაოჭები. სახეზე ნაოჭები ძირითადად თვალებისა და პირის გარშემო ჩნდება. ნაოჭების გაჩენას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. მაგალითად გაღიმება, გაცინება, გაბრაზების ნიშნად კოპების შეკვრა, მზის გამო თვალების მოხუჭვა – ყველა ეს ჩვეული მოძრაობა თვალების ირგვლივ და შუბლზე ნაოჭების გაჩენას ეხმარება, ეს მიმიკური ნაოჭებია. ასევე ხშირი და განმეორებადი მკაცრი დიეტები, რომელთა გამოც წონას ვკარგავთ, მერე კი ისევ ვინაზღაურებთ. ამგვარი დიეტები კანზეც დამანგრევლად მოქმედებს. ასევეა გამოსხივებაც, ნამზური, სოლარიუმში გარუჯვა და ა.შ.
არსებობს მრავალი საშულაება ნაოჭების მოსაშორებლად. დღეს მე გასწავლით კრემის დამზადებას სახლის პირობებში, რომელიც საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ, ამას გარდა, ის ნამდვილად გაგიქრობთ ნაოჭებს მოკლე დროში. მისი გამოყენება ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა მისაღები. მაშ ასე:image
თქვენ დაგჭირდებათ:
* 2 ჩაის კოვზი სამედიცინო ვაზელინიimage* 1 კვერცხის გული

image* 2 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი ( შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი ნუშის ზეთის ნაცვლად)image

* ნახევარი სუფრის კოვზი კარგი ხარისხის თაფლიimageდამზადების წესი:
გაადნეთ ვაზელინი სითბოში. ამის შემდეგ დაამატეთ სხვა ინგრედიენტები. კარგად შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ურიეთ რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ნარევი. მოათავსეთ კრემი 50 მლ.-იან კონტეინერში.imageგამოყენების წესი:
აუცილებელია, რომ კრემის წასმამდე თბილი წყლით ჩამოიბანოთ სახე. კრემი სახეზე დაწოლამდე 2 საათით ადრე უნდა დაიტანოთ, ვინაიდან მის შეწოვას ერთ საათზე მეტი სჭირდება. არ მოამზადოთ კრემის ერთზე მეტი დოზა, ვინაიდან მასში შემავალი ინგრედიენტები ასე დიდ ხანს ვერ გაძლებს. შეინახეთ კრემი მაცივარში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!image

0
36253
7-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
36253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0