x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სოხუმის დაკარგვის მერე იყო თუ არა შანსი შეგვენარჩუნებინა პლაცდარმი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

image რისი გაკეთება შეიძლებოდა სოხუმის დაკარგვის მერე აფხაზეთის ავტონომიურ
რესპუბლიკაში პლაცდარმის შესანარჩუნებლად და ის რესურსი რაც გააჩნდა იმ
დროისათვის ქართულ შენაერთებს იქნებოდა თუ არა ამისათვის საკმარისი!?
მე ვთვლი, რომ შეიძლებოდა და მომიზეზება იმისა საკმარისად არ იყო საბრძოლო მასალაო–სიტუაციის "გაპრავების" მცდელობაა.

სამწუხაროდ ძალზე ცუდი როლი ითამაშა (ისევე როგორც 2008 წელს) დანაყოფებს
შორის შეუთანხმებელმა მოქმედებებმა, შეიძლებოდა თავდაცვითი ხაზის მოწყობა
ოჩამჩირეს შესასვლელში მდინარე ღალიძგას ზოლზე, მეორე თავდაცვითი ზღუდის
მოწყობა კი შესაძლებელი იყო გაკეთებულიყო მდინარე ერისწყალზე.
რომ არა
შევარდნაძის გადაწყვეტილება სოხუმის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის
დაწყებაზე, სოხუმში თავს არ მოიყრიდა აფხაზეთიდან გასული ახალგაზრდობის
დიდი ნაწილი (საუბარია გოგონებზე და არა ბრძოლისუნარიან სტუდენტებზე),
ცალკე ეჭვს ბადებს მდინარე მაჭარას გავლით კოდორის ხეობისაკენ ძველი გზის
გაჭრა ბულდოზერებით, არსად არ მინახია ამ კუთხით დასმული კითხვა!

სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ეშელონირებული ნაღმური ველების მოწყობა, რადგან
ისევე როგორც სამაჩაბლოში 2008 წელს სამოქალაქო მოსახლეობა ჯარს უკან
მიჰყვებოდა პრაქტიკულად.
შეუთანხმებლობა ვახსენე, ლამის თითოეული
სამხედრო დანაყოფი ცნობდა მხოლოდ უშუალო მეთაურის ბრძანებას და მეტწილად
დიდად არ აწუხებდა შტაბში მიღებული გადაწყვეტილებები.
უკრაინიდან
ჩამოყვანილი ქართული წარმომავლობის გენერალი კამკამიძე ისე წავიდა ვერ
გაარკვია სად იყო ქართული ჯარის სარდლობა, მართალია ის რამდენიმე ოპერაცია
რომელიც მან დაგეგმა ოჩამჩირეში დისლოცირებულმა ნაწილებმა კარგად
შეასრულეს, მაგრამ შემდგომი გაგრძელება არ მოჰყოლია.
ცალკე თემაა
"ზვიადისტების" დანაყოფები, ამ დანაყოფებმა მხედრიონის და გვარდიის
მხარდამხარ იომა ტამიშის გასაწმენდად გადმოსხმული დესანტისაგან.
თუმცა
განხეთქილებამ მალევე იჩინა თავი და ქობალიას დაქვემდებარებული
დანაყოფები, სოსო ჯომიდავას და ჯემალ ქობალიას დაქვემდებარებული
ბატალიონების გარდა ზუგდიდში დაბრუნდა.
თუ ოჩამჩირესთან ღალიძგის
ხაზზე მაინც მძიმე ბრძოლები იყო მოსალოდნელი და მოიერიშე აფხაზი,
რუს–კაზაკების, სომხების და კონფედერანტების შეჩერება ძნელი იქნებოდა,
მდინარე ერისწყალთან მათი შეჩერება შესაძლებელი იყო ერისწყლის კალაპოტის
ბუნებრივი სიღრმის და ვარდნილჰესის საჭიროების გამო გაღრმავებული მაღალი კალაპოტის წყალობით.
მით უფრო, რომ იმ დროისათვის მოსახლეობა უკვე სრულად იქნებოდა გასული და ერისწყლის მისადგომების სრულად დანაღმვა იყო შესაძლებელი.

სამწუხაროდ ისევ და ისევ ქაოსის, და ჯარების მართვაში შეუთანხმლებობის
გამო ეს ვერ გაკეთდა, კიტოვანი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები მძიმე
ტექნიკასთან ერთად საბერიო–ფახულანი ჯვრის გავლით ზემო სვანეთში ავიდა და
ქვემო სვანეთისაკენ გაემართა, ნაწილი წებელდის გავლით კოდორის ხეობისაკენ,
რამაც ისედაც განადგურებული გზა გაუვალი გახადა.
ნაწილი კი ენგურის ხიდის გავლით შეეცადა სამეგრელოს გავლით დისლოკაციის ადგილებისაკენ გასვლას, თუმცა უშედეგოდ.

მე არ მინდა და გთხოვთ პოლიტიკურ ჭრილში ნუ განიხილავთ ამ მცირე სტატიას,
განვიხილოთ ერთი რამ–შეიძლებოდა თუ არა შეგვენარჩუნებინა პლაცდარმი
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
image

6
453
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
453
  
2017, 4 თებერვალი, 16:21
შრომის დაკარგვის მერე პირველ რიგში უ ნდა ეზრუნათ ამაზე, მაგრამ ქვეყანას მართავდა რეჟიმი, რომელიც ასრულებდა გრუ–ს პირდაპირ დაკვეთას, შევარდნაძის ევაკუაცია სოხუმიდან რუსეთის გრუ–ს სპეცრაზმის "ალფას" მიერ ამას მოწმობს.
2017, 4 თებერვალი, 1:02
როდესაც ფრონტის ხაზი გუმისთაზე გადიოდა ანუ გუმისთვის შესართავებიდან შავ ზღვასთან ჩრდილოეთით სოხუმჰესამდე, მინიმუმ სოხუმჰესის დაკარგვის შემდეგ (1993 წლის 4 ივლისი) ან შრომა, ახალშენი, კომანი, ს.გუმას დაკარგვის შემდეგ (1993 ივლისის შუა ნაწილი), უნდა გაკეთებულიყო სათადარიგო თავდაცვის ზღუდე მდ. კელასურზე (გულირიფშისა და სოხუმის რაიონების გამყოფი ზოლი) ... ამაზე ნოდარ ნათაძემ მიუთითა გენერალ-მაიორ ვალერიან ქავარაიას ... ზოგადად ხელმძღვანელობას საუბარი უნდა ჰქონოდა და ექნებოდა ე.წ. "უმაღლეს მთავარსარდალთან", მაგრამ როგოც ჩანს და ასეც იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმები სხვანაირი იყო და მასში არ იგულისხმებოდა აფხაზეთში ომის სხვანაირი შედეგით დასრულება
2017, 28 იანვარი, 16:22
სამოქალაქო ომის გამო მოხდა ეს უბედურება...
2017, 28 იანვარი, 15:56
მძიმე თემაა ნამდვილად და ბევრი რამეა გამოსაძიებელი .
ხალხი რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქაოსის შექმნაში დღეს ცოცხალიც აღარაა მაგრამ ჩემი აზრია რომ მსგავსი ფაქტები უნდა იქნეს გამოძიებული თუნდაც წლების მერე და არა მარტო იმიტო რო ვინმე დაისაჯოს და ციხეში იქნეს გამომწყვდეული არამედ იმიტომ რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.
2017, 23 იანვარი, 18:21
სტატიაში თავად ახსენე ქაოსი და შეუთანხმებლობა, სწორედ ამიტომ თავიდანვე განწირულები ვიყავით სამწუხაროდ, რადგან ეს ქაოსი და შეუთანხმებლობა ბრძოლის ველზე არ დაწრყებულა... ძალიან მძიმე თემაა...
2017, 15 იანვარი, 14:18
მადლობა ადმინისტრაციას და რედაქტორს სათაურის რედაქტირებისათვის.
0 1 6