x
image
melody_inside
რომელი ქალია უფრო ტკბილი...
image


უძველეს დროში ღმერთმა შექმნა ათი ადამი. ერთი მათგანი მიწას ხნავდა, მეორე ცხვრებს მწყემსავდა, მესამე - თევზს იჭერდა...

ცოტა ხანში ისინი მივიდნენ მამასთან თხოვნით:

– ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც გვაკლია. მოვიწყინეთ.

უფალმა მათ მისცა ცომი და უთხრა:

– დაე თითოეულმა თქვენთაგანმა გამოძერწოს ისეთი ქალი, როგორიც მოსწონს: მსუქანი, გამხდარი, მაღალი, დაბალი... მე კი მათ სულს შთავბერავ.

ამის შემდეგ უფალმა ლანგრით შაქარი გამოიტანა და თქვა:

– აქ ათი ნატეხია. დაე ყველამ თითო აიღოს და თავის ცოლს მისცეს, ტკბილად რომ იცხოვრონ.

ყველამ სწორედ ასე გააკეთა. მაგრამ შემდეგ უფალი განრისხდა:

– თქვენს შორის ერთი თაღლითია, რადგან ლანგარზე თერთმეტი ნატეხი იდო. ვინ აიღო ორი ნატეხი?

ყველა სდუმდა.

უფალმა ჩამოართვა მათ ცოლები, აურია ერთმანეთში და დაურიგა, ვისაც ვინ შეხვდა.

მას შემდეგ ათი მამაკაციდან ცხრა ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია... იმიტომ, რომ მან შეჭამა ზედმეტი შაქარი. და მხოლოდ ერთი ადამი თვლის, რომ ის ქალი, ვინც მასთან არის - ერთადერთია და განუმეორებელი. სხვა დანარჩენი კი ერთნაირია, რადგან ზედმეტი შაქრის ნატეხი თვითონ მან შეჭამა...


იხილეთ ასევე:

1. საყვარელი რატომ არის უფრო სექსუალური, ვიდრე ქმარი?



2. ქალიშვილმა შემთხვევით გაიგო, რომ დედას საყვარელი ჰყავს. ამ დროს რეკავს მამა...


3. გოგონამ გადაწყვიტა გზა სასაფლაოზე გავლით შეემოკლებია. აბა ვინ იცოდა ამას რა მოჰყვებოდა...


4. როდესაც ცოლის მოტყუება გსურს...

1
1542
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1542
  
2017, 13 იანვარი, 10:49
:-))
0 1 1