x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გარდაცვალება საქართველში

სურათი
"მიცვალებულს აუგად არ მოიხსენიებენო" ხშირად გვსმენია და ალბათ ფაქტსაც ხშირად შევსწრებივართ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალს ყველა კიცხავდა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ყველასათავის "მისაბაძი გახდა".საინტერესო და ამავდროულად უცნაური შემთხვევაა, რომ მრავალი გენიოსი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დააფასა ხალხმა, მათ შორის გალაკტიონი, ფიროსმანი, ექვთიმე თაყაიშვილი.. ჩამონათვლი საკმაოდ დიდია თუმცა მხოლოდ ქართველებზე ვისაუბრებ, რადგანაც ჩვენი ხალხი საოცრად საკრალურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სიკვდილს ეხება.
გარდაცვალებასთან დაკავშირებული ტრადიციებით განსაკუთრებით მდიდრები ვართ "ქელეხით" დაწყებული, საფლავლავზე გასვლებით დამთავრებული. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ალბათ ის, რომ განსაკუთრებით ემოციური ერი ვართ და ძნელად ვეგუებით დანაკარგებს, თუმცა საშუალებები, რომლითაც ამ დანაკარგების კათარზისად ვიყენებთ ხშირად საგრძნობლად ცდება რაციონალრობის საზღვრებს. ამის მაგალითი კი მრავლადაა, იქნება ეს მრავალათასიანი დანახარჯის მქონე დაკრძალვის ცერემონიები, სასახლედ ქცეული სასაფლაოები თუ ხელოვნების ნიმუშად ქცეული საფლავის ქვები.
სურათი

დაცვის მექანიზმები, რომელიც დიდი ხნის წინ ფროიდმა ასე კარგად ჩამოაყალიბა, მრავალ არარაციონალურ ქცევას და ჩვეულებას ხსნის, მათ შორის მოცემულს. რეპრესია, უარყოფა, ჩანაცვლება, რეაქციის ფორმაცია - დაცვის ეს მექანიზმები ხშირ შემთხვევაში აქტუალიზდება „ჭირისუფალთან“ და სწორედ მათი გათვალისწინებით შეგვიძლია მოვიძებნოთ რაციონალიზაცია ზემოთ ხსენებულ ქეცევებსა თუ ტრადიციებს.
კეთილმოწყობილი საფლავები უზარმაზარი საფლავის ქვებით, საფლავზე გასვლისა და საჭმლის გატანის ტრადიცია, მიცვალებულების სახლეზე ცხოველის შეწირვა და სხვა მრავალი - რა არის ეს ყველაფერი თუ არა დანაკარგის შევსების განცდა? სინამდვილისგან გაქცევის მცდელობა. რეპრესია იმიტომ, რომ მიცვალებულზე როგორც ცოცხალზე ისე ვსაუბრობთ, უარყოფაც ამავე მიზეზით, რეაქციის ფორმაცია - მივემართებით არა იმისკენ რომ შევეგუოთ და გავაანალიზოთ დანაკარგი, არამედ ვცდილობთ ჩვენი ქცევით უარვყოთ ეს ფაქტი, არ შემოვუშვათ ცნობიერი. ყველა ეს მექანიზმი და ამას დამატებული ჩანაცვლებაც გამოავლინა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის, „თეთრი კურდღელის“ მთავარმა პერსონაჟმა, შევილის გარდაცავლებით შეძრწუნებულმა დედამ. ეს მოთხრობა ნათელი მაგალითია ჩვენი დამოკიდებულებისა ახლობლის სიკვდილისადმი და ამის თანმდევი პროცესებისა.

0
824
1-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა ვარდიშვილი
გვანცა ვარდიშვილი
824
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0