x
მეტი
  • 30.04.2017
  • სტატია:65918
  • ვიდეო:318485
  • სურათი:417302
რუსეთი აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი ტემპებით გადაიარაღებას, წელს უწყება მიიღებს "С-400 «Триумф»–ის" 4 კომპლექსს

image რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წელს სამინისტრო შეიარაღებაში დამატებით მიიღებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 4 კომპლექს "С-400 «Триумф»"–ს.
როგორც "Интерфакс"–ი იუწყება თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, 11 იანვრიდან საბრძოლო მორიგეობაზე დადგა ჰაერსაწინააღმდეგო პოლკის შემადგენლობაში საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი "С-400". საბრძოლო გათვლები გათვლილია რუსეთის დედაქალაქისა და მისი შემოგარენის დასაცავად 24 საათის განმავლობაში.
მოსკოვის სამხედრო ოლქში საზენიტო–სარაკეტო კომპლექს "С-400"–ის პირველი კომპლექსი "გადაისროლეს" შარშან დეკემბერში "Капустин Яр"–ის პოლიგონიდან აღნიშნული კომპლექსების წარმატებით გამოცდის შემდეგ. კონცერნმა "Алмаз-Антей" რუსეთის თავდაცვის უწყებას უკვე გადასცა 5 პოლკი "С-400 «Триумф»–ი". აღნიშნული გადაცემა მოხდა სახელმწიფო შეკვეთის შესაბამისად.
საერთაშორისო საზოგადოების, ასევე სამხედრო პოლიტიკური ალიანსის (ნატო) შეშფოთება გამოიწვია ნატოს წევრი ქვეყნების სიახლოვეს კალინინგრადის ოლქში შეტანილმა საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებმა "С-400".
რუსეთი სწრაფი ტემპით აგრძელებს, "ნატოს" წევრი ქვეყნების მოსაზღვრე რუსული სამხედრო ბაზების გადაიარაღებას ახალი და მოდერნიზებული ტექნიკით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა სირიაში გაანადგურეს 35 000 "ბოევიკი"


ზე კურიოზული ავარია რუსეთის ერთერთ სამხედრო აეროდრომზე, სადაც ერთმანეთს ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი შეეჯახა


რუსეთმა აქტიურად დაიწყო საბრძოლო რობოტების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება საბრძოლო სწავლებებში


რა სამხედრო–საზღვაო საშუალებებს ფლობს რუსეთი შავ ზღვაზე ამ დროისათვის

0
228
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
228
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0