x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა გამოხმაურება მოჰყვა კვირიკაშვილის განცხადებას ღამის სტრიპტიზ-კლუბების შესახებ
imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავით კვირიკაშვილმა დღეს ორჯერ ისაუბრა ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ბარებზე, სადაც სავარაუდოდ, კანონდარღვევები ფიქსირდება.ქართველ მამაკაცებს სტრიპტიზ-ბარებში არ უშვებენ.


"„მინდა, რომ ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და
კანონიერად მივუდგეთ ამ საკითხს, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი,
რომელიც სამწუხაროდ გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების
მატარებელი, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით საშუალება გვაქვს, ასეთ
შემთხვევებში ჩვენი უფლებები დავიცვათ. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი
ახალგაზრდა, ამიტომ, სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას,
ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან, ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი
ქმედებების გარეშე... "-აღნიშნა კვირიკაშვილმა.


"ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს”-დასძინა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს დაავალა, ვარდების მოედანზე მდებარე კლუბებსა და ბარებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს.


მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა აღნიშნულ საკითხზე:"მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი
მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ
ეს ვინმემ ასე გაიგო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემთვის სამწუხარო
ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი
არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს
იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების
შეშვება ამ კლუბებში".




სოციალურ ქსელში და მედიაში ამ საკითხს უმალ მოჰყვა რეაგირება:


"ბატონო პრემიერო, ნუთუ ღამის კლუბების წესდებებში ჩხრეკის დრო გაქვთ ახლა თქვენ და თქვენს კაბინეტს? მხოლოდ ადგილობრივ ქალებს უშვებენ იქ თუ ადგილობრივი კაცების დისკრიმინაციას აქვს ადგილი? ეს კლუბები საქართველოში ჩამოსული მძიმექისიანი ირანელების, თურქების და არაბების დროის გასატარებელი და
ფულის დასახარჯი ადგილია. მხოლოდ ქალებს კი იმიტომ უშვებენ, რომ არც
თქვენმა, არც თქვენს წინა ულტრა-ლიბერტარიანულმა მთავრობებმა მათ არ
შესთავაზეს არანაირი სამუშაო ადგილი, არანირი დასაქმება. მათ ყველაფერი
"თავისუფალ ბაზარს" მიანდეს, როგორც სასწაულთმომქმედს, როგორც ყველაფრის
მართებულად დამრეგულირებელს. ჰოდა მანაც "დაარეგულირა!"(კონსტანტინე გამსახურდია)



"აი ნაღდი კაცი – ქართული საქმის მკეთებელი! ეს საქმე მაკეთებინეთ
და არც ტურისტი მინდა, არც ინვესტიციაო. თქვენ მე მართლა პრემიერი ხომ არ
გგონივართ, ან მხოლოდ გლუვის მონაო – თბილისელი კაცი ვარ, ქართული საქმის
კეთების მებაირახტრის, გრეჩიხას ძმაკაცი ვარ – ხოდა ის ბიჭი, სასამართლოდან
ჟურნალისტებს რომ გამოექცა, გულის გადასაყოლებლად კლუბში არ შეუშვეს ამ
არაქართული საქმის მკეთებლებმაო. ხოდა ეხლა ფიქრობს, ზუსტად რა
მოათხოვნინოს ნაღდთბილისელშსმინისტრს ამ უზნეოთაგან – მარტო მამაკაცები
შეუშვან, ქალებიანი მამაკაცები, მამაკაცებიანი ქალები, ნაღდი თბილისელები,
მხოლონ ნაზიერები ხალხი თუ ყველა ჟურნალისტისგან გამოქცეული? შენ
გენაცვალე, გიორგი, შენ ღამის კლუბებში ეროვნული უპირატესობის გრძნობა
გაგვიმყარე და ტურისტების და ინვესტორების თავზეც არ გავიარეთ კაითბილისურ
ლაზათიანად?” (გივი თარგამაძე)


"მოიკითხოს პრემიერმა ვინ კრიშავს არაბების ბორდელებს
აღმაშენებელზე და რესპუბლიკის მოედანზე.შორს წასვლა არ დაჭირდება, იქვეა
მისსავე მინისტრთა კაბინეტში.ამიტომ არაა საჭირო ამ სპექტაკლების
დადგმა.მეთოდები დაგიძველდა მურტალო!!!"-(სანდრო ბრეგაძე)


"რამოდენიმე კლუბ-ბორდელის თემა მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხია? შსს-ს ძინავს, თუ აქამდე არ იცოდნენ? მაგრამ ვიცით, მსგავსი მგრძნობიარე
საკითხები მაინცდამაინც ეკონომიკური კრიზისის დროს რატომ ახსენდებათ:
ჯანდაბას ლარიც და ყველაფრის გაძვირებაც, რაც მთავარია, მთავრობამ აღკვეთა
თურქი სუტენიორების პარპაში! აწი ქართველ კაცებსაც შეუშვებენ ქართველი
ბოზების სანახავად! ხომ სწრაფად ვვითარდებით?(ცოტნე გამსახურდია)

image


"პრემიერის თქმით, ამ პრობლემის აღოსაფხვრელად მთავრობამ გარკვეული ძალისხმევა უკვე გასწია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს არასაკმარისია." - ენითაუწერელი ცინიზმი და თავხედობაა, ყველა მიმართულებით! დავიწყოთ იმით, რომ მეხუთე წელია ქვეყანაში, საითაც არ გაიხედავ, დისკრიმინაციაა - ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით. ხშირად, დისკრიმინაციის წყარო თავად ხელისუფლება და "ოცნების" ბნელი, ბინძური იდეოლოგიაა. კრიმინალური რევანშის ფონი და დაუსჯელობის სინდრომიც თავის როლს ასრულებს. გარდა ამისა, ქვეყანა თავზე გვენგრევა და ეს ივანიშვილის ხელისბიჭი გრეჩიხოიდი სტრიპ კლუბებში კაცების არშეშვებაზე ლაპარაკობს... ეტყობა რომელიმე მაღალჩინოსანი ქოცი ან ბერას ამალის წევრი არ შეუშვეს და ესეც იძულებულია, კოჭი გაუგოროს. რა გულისამრევ, ამაზრზენ
რეალობაში ვცხოვრობთ"(ზაზა ბიბილაშვილი)

image

"თუკი სადმე ხდება ბავშვთა პროსტიტუცია, ეს არის კანონის სერიოზული დარღვევა და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას ამ დაწესებულებაში უშვებენ თუ არა ეთნიკურ ქართველებს, ასეთი დაწესებულებები ზოგადად არ უნდა არსებობდნენ და ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია..."რაც შეეხება სხვა შემთხვევაში, როდესაც არ ხდება არასრულწლოვანთა პროსტიტუცია და კანონიერი საქმიანობის წარმოებას აქვს ადგილი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერ შუაშიარ არის და ეს არის სამოქალაქო დავის საგანი."

(გიორგი გოცირიძე.ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია-კომენტარი რუსთავი-2-ზე)

image

1
359
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
359
  
2017, 11 იანვარი, 19:54
გივი თარგამაძეს კომენტზე ეტყობა რომ წილში გადის
0 1 1