x
მეტი
  • 28.06.2017
  • სტატია:67215
  • ვიდეო:319915
  • სურათი:419191
საერთაშორისო თაღლითები:"შავი სისხლი"-გაახალგაზრდავების პრეპარატი მილიონ დოლარად

imageთურქეთის პოლიციამ დააკავა თაღლითების ჯგუფი რუსეთიდან, რომლებიც "სასწაულმოქმედი" დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატით ვაჭრობდნენ.


თურქეთში დააკავეს რუსი კრასნოდარის მხარიდან, მეტსახელად ვინმე საიანი, რომელიც კლიენტს სთავაზობდა 1 გრამ "შავ სისხლს"ასტრონომიულ ფასად, - 1 მილიონი დოლარი.


სინამდვილეში "მყიდველი" თურქი პოლიციელი იყო, რომელმაც ბიზნესმენად გაასაღა თავი.საიანთან ერთაც კიდევ მისი ექვსი თანაშემწე აიყვანეს.დაკითხვის შემდეგ ისინი ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს.


"შავი სისხლის"ლეგენდა კი ასე შეიქმნა:იგი თითქოს აღმოაჩინეს ციმბირში ერთ-ერთ მღვიმეში მდინარე ბაზაიხის მახლობლად, ენისეის მარჯვენა შენაკადთან.

ეს მასალა იკვებება წითელი ფერის წყლით იმავე მღვიმედან და შეუძლია ზომაში მომატება.


აღმოჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებმაც ამ "სუბსტანციის" კვლევის დაფინანსება გადაწყვიტეს.გახსნეს ლაბორატორიაც და განაცხადეს სენსაციური აღმოჩენის შესახებ:სუბსტანცია ადამიანის სიხლის იდენტურია, ამასთანავე არ იყინება -50 გრადუსზე და არ დუღდება 200 გრადუს ტემპერატურამდე.


მალე თაღლითებმა ბიზნესი წამოიწყეს, "შავი სისხლით" საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ.თავიდან ვაჭრობდნენ თურქეთში და არაბულ ქვეყნებში, კლიენტებს უმტკიცებდნენ, რომ ამ პრეპარატით გაახალგაზრდავდა მრავალი სახელმწიფოს პირველი პირი.image

მყიდველები მალე იპოვეს..ამის შემდეგ ნელნელა ფასის მომატება დაიწყეს, თუმცა ყველა კლიენტი თანახმა არ იყო პრეპარატი ინექციის სახით მიეღო, ამიტომ თაღლითებმა უფრო გაამარტივეს "წამლის" მიღების ინსტრუქცია:გააზავე წყალში და დალიე!


"თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყება ცვლილებები დნმ დონეზე, რეგენერაცია ქსოვილის, თმის, რქოვანას, ძვლის, შიდა ორგანოების. კუნთებს დაუბრუნდება ელასტიურობა, მოიმატებს სექსუალური ფუნქცია. სულ გაახალგაზრდავების ხდება სამი თვის განმავლობაში, მაგრამ დადებითი ეფექტს უკვე პირველ თვეში შეიგრძნობთ"–ასეთ პირობას აძლევდნენ ისინი კლიენტებს.


თურქმა სამართალდამცავება ჯერ ვერ გაარკვიეს, სინამდვილეში რას წარმოადგენს "შავი სისხლი", ამიტომ დასახმარებლად რუს კოლეგებს მიმართეს.

რუსმა სამართალადამცავებმა ე.წ.ლაბორატორია გამოკვლიეს. გამოძიების დასრულებამდე ლაბორატორიის საქმიანობა შეჩერებულია.მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა წინასწარი მონაცემებით უკვე ცნობილია, რომ მსხვილ აფიორასთან გვაქვს საქმე.


imageვიდეო იხილეთ აქ





0
89
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0