x
მეტი
  • 21.02.2017
  • სტატია:63967
  • ვიდეო:315426
  • სურათი:414476
მიმიფურთხებია ანდრეი ჩიკატილოსთვის-ანგარელმა მანიაკმა კიდევ 60 მკვლელობა აღიარა

imageინფორმაცია ახალ გარემოებებზე სასამართლოს მსვლელობის დროს გახდა ცნობილი, როდესაც ირკურსკის საოლქო სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუგრძელა ქალაქ ანგარსკის მაცხოვრებელს, ყოფილ მილიციონერს მიხაილ პოპკოვს.


2015 წელს ანაგარელ მანიაკს 22 ქალის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

თუმცა რამდენიმე ხნის წინ მანიაკმა მკვლელობების მთელი სერიები აღიარა.ამის შესახებ "Интерфакс"-ი იუწყება.


ირკუტსკის საგამომძიებლო კომიტეტის პრეც-ცენტრის ცნობით ამ დროისთვის პოპკოვს 47 მკვლელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული.როგორც ირკუტსკის გაზეთი «Восточно-Сибирская правда» იუწყება, . ყველა დანაშაული მან წერილობით, დეტალებში აღწერა. გამომძიებლებს საფლავების გათხრა, გვამების ექსგუმაცია, სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება მოუწიათ.


შეგახსენებთ, საბჭოთა სერიულ მანიაკს ანდრეი ჩიკატილოს 53 მკვლელობა დაუმტკიცდა(თვითომ 56 აღიარა), «Восточно-Сибирская правда»-ს ჟურნალისტმა, რომელიც ესწრებოდა სასამართლო პროცესს განაცხადა, რომ ე.წ. ანგარელმა მანიაკმა კიდევ 60 ახალი მკვლელობა აღიარა.


მანიაკი 2012 წელს დააკავეს ვლადივოსტოკში, როდესაც ის ახალი ავტომობილის საყიდლად გაემგზავრა.
2015 წლის იანვარში ირკუტსკის სასამართლომ 50 წლის მიხეილ პოპკოვი 22
ქალის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


0
437
7-ს მოსწონს
1-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0