x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აი რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები
სიზმარი არის ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა. ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ, შეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რის რიდი და შიშიც გვაქვს. სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს. თუმცა საინტერესოა რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რას აღნიშნავს ეს ფაქტი?


image


მისტიკა ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეცნობიერი მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სამყაროსთან, რომელში გამოღვიძებაც შეუძლებელია. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენს წინაპრებსაც სჯეროდათ, რომ სიზმრად ნანახი მკვდრები არ უნდა დაეიგნორირებინათ. გარდაცვლილი ადამიანი სიზმრებში იმიტომ გვევლინება, რომ მოგვცეს გაფრთხილება, რჩევა ან მინიშნება, რომელიც გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიცილოდ მოსალოდნელი საფრთხე, შეცდომები და ა.შ.


image



ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები ჩვენი გულის ტკივილია, რის გამოც ამაოდ არ ჩაივლის ხოლმე მათი დაკარგვის საშინელი ფაქტი და ჩვენში იწვევს გრძნობების დარღვევას.


სიზმრის თანამედროვე მკვლევარები ძალიან ბევრ ნიუანსს არ მიუთითებენ, მაგალითად სიზმარი არ ითვალისწინებს როგორ გამოიყურებოდა გარდაცვლილი თქვენი ახლობელი, ნამდვილად იწვა თუ არა ის სასახლეში და სიზმარში სულაც არ გეგონათ ზოგჯერ, რომ ის აღარ არის. საინტერესოა რა ინტერპრეტაცია გააჩნია სიზმრად ნანახ გარდაცვლილ ახლობლებს წარმართების, ინგლისელებისა და ქრისტიანების აზრით.


სიზმრების ინტერპრეტაცია გარდაცვლილ ახლობლებზე



თუ სიზმრად ნახეთ თქვენი გარდაცვლილი ახლობელი, ნაცნობი თუ ოჯახის წევრი, რომლის მოსმენა ან მასთან საუბარი მოგიწიათ, ეს მიუთითებს იმას, რომ ახლო მომავალში გელით ცვლილებები. თუმცა ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ როდესაც გარდაცვლილი ესიზმრებათ, ე.ი. მისმა სულმა ვერ ჰპოვა ცაში სასუფეველი და მიმართავენ შესაბამის რიტუალებს სულის სიმშვიდის დასამკვიდრებლად.



წარმართებს მიაჩნიათ, რომ თუ კი გარდაცვლილი ესიზმრათ, უპირობოდ უნდა შეასრულონ ყველა მათი მოთხოვნა, რათა ღმერთები არ გაუწყრნენ. თუ კი ის ესიზმრათ როგორც ცოცხალი, რომელიც თითქოს არც კი გარდაცვლილა, ეს იმის ნიშანია, რომ იპოვიან იმას, რაც ახლო წარსულში დაკარგეს (ფული, ნივთები და ადგილიც კი საზოგადოებაში).



ინგლისელი წარმართები კი სიზმრად გარდაცვლილის ნახვას შიფრავენ, როგორც საუკეთესო მოვლენას ოჯახში, რაც ქორწილით ან ბავშვის დაბადებით გვირგვინდება. თუ ქორწინების პირას მდგომს დაესიზმრა გარდაცვლილი ახლობელი, ეს მიუთითებს, რომ გაფრთხილებაა ამ კავშირთან დაკავშირებით, რომელიც იქნება უბედური და არ უნდა შედგეს. განსაკუთრებით საყურადღებოა თუ ძალიან ახლობელი ადამიანი ესიზმრებათ.


image



P.S. თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?




იხილეთ აგრეთვე:


● რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?

● 10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ"

● ყველაზე გახმაურებული გაუჩინარებები, რომელთა კვალს დღემდე ვერ მიაგნეს
● ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანა
● ფოტოები, რომელთა უცნაური საიდუმლო შოკს მოგგვრით
● საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთ
● ყველაზე ამაზრზენი ტრადიცია- იაპონელი ბერები თვითმუმიფიცირებას ახდენდნენ
● ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრა
● ის ერთი თვე "კომაში" იყო და რაც გაღვიძებისთანავე თქვა, მსოფლიო გააოგნა


6
13957
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
13957
  
2018, 3 აგვისტო, 3:08
გამარჯობათ იქნებ მითხრათ დამესიზმრა ბებიაცები მაგრამ თან მეღვიძა მოდის ახლოს ძალიან და რაც უპრო ახლოს მოდის ვცხელდები ძალიან და მეუბნება ესეთ რაღაცას ბებეო გრძნობ რო აქ ვარ ეს გამიმეორა რამოდენიმეჯერ იქნებ მითხრათ სემეშნდა და წამოვხტი ლოგინიდან რა შეილება ატო მოხდა ასე ტან პირველად ვგრნობდი რო არ მეძინა ვიცოდი გარდაცლილი იყო და თითქოს მომაკითხა
2017, 12 იანვარი, 22:40
გენაცვალე :* ამ სტატიის ბოლოს მიბმული ლინკები დავდე ლალი, თუ არ გინახავს გადახედე, იქნებ იყოს შენი გემოვნების მსგავსი ;) თუ რამეს მივაგენი ახალს, იმათაც დავწერ.
2017, 12 იანვარი, 20:27
შენ ოღონდ პარანორმალური და ისტორიული თემები მოგვაწოდე და მე, პირადად, როგორც მკითხველს და შენს ფანს, ვეღარ მომიშორებ))
2017, 12 იანვარი, 0:00
გმადლობ შენ, რომ ჩემს მასალებს არ აუვლი ხოლმე :*
2017, 11 იანვარი, 23:59
მეცნიერული, პარანორმალური და ისტორიული თემები ყოველთვის იყო ჩემი წერის სტილი ლალი, თუმცა ბოლო დროს ავურიე იმის გამო, რომ ცოტა მნახველი ყავს და თარგმნა კი შრომატევადია :((
2017, 11 იანვარი, 23:31
ოჰ, როგორ მიყვარს სიზმრის თემა!) მე სერიოზულად ვუდგები ამ საკითხს...მამის გარდაცვალებაც წინასწარ ვნახე და დედისაც(... დედა თუ დამესიზმრა, რაღაც კარგი ხდება, მამა თუ ვნახე, რაღაც პრობლემისგან გამოსავალს ვპოულობ... არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ეს ხდება...
0 1 6