x
image
მადამ ფისუნია
ალბერ კამიუ (1913-1960)
imageალბერ კამიუს თვალსაზრისით, ფილოსოფიის უმთავრესი მიზანია უპასუხოს ცხოვრების ყველაზე საჭირბოროტო პრობლემას. პირველყოვლისა, ფილოსოფიამ პასუხი უნდა გასცეს მარადიულ კითხვას: ღირს თუ არა ცხოვრება იმად, რომ ის ბოლომდე გალიო? ცხოვრება აღვსილია აუტანელი ტკივილებით, ტანჯვით, ამიტომ იქნებ უმჯობესია ის თვითმკვლელობით დავამთავროთ? თვითმკვლელობის ფენომენს მართლაც დიდი ადგილი უჭირავს კამიუს ნააზრევში "სიზიფეს მითის" დასაწყისშივე ასეთ სტრიქონებს ვაწყდებით: "არსებობს მხოლოდ ერთი სერიოზული პრობემა - თვითმკვლელობა."

ცხადია, კამიუ არ უარყოფს სხვა ფილოსოფიურ საკითხთა კვლევის მნიშვნელობას, ფილოსოფიამ სხვა წმინდა თეორიული მნიშვნელობის პრობლემებიც. რომელთა გადადება არ შეიძლება. კამიუს აზრით, კითხვა, იმის შესახებ აქვს თუ არა სამყაროს სამი განზომილება, ან იმის შესახებ, თუ რამდენი კატეგორია აქვს ჩვენს გონებას, ინტერესმოკლებული არ არის, მაგრამ მნიშვნელობის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებისთვის მეორეხარისხოვანია. "არასოდეს არ მინახავს, -წერს კამიუ, - რომ ვინმე ონტოლოგიური არგუმენტისთვის მომკვდარიყოს. გალილეიმ იარყო მეცნიერული ჭეშმარიტება, როგორც კი ამ ჭეშმარიტების დაცვა სასიკვდილო საფრთხედ იქცა და სწორედაც მოიქცა, რადგან მის მიერვე აღმოჩენილი ჭეშმარიტება კოცონზე ასვლად ნამდვილად არ ღირდა." ასე ფიქრობს კამიუ . ადამიანის პირადი ცხოვრებისთვის სულერთია დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, თუ პირიქით.

სულ სხვაგვარიაადამიანისთვის ფილოსოფიის ცენტრალური კითხვა: აქვს კი აზრი ადამიანის ცხოვრებას? თვითმკვლელის აზრი ამ საკითხზე ნათელია: ცხოვრება არ ღირს იმად, რომ მისი ჭაპანი ბოლომდე ზიდო. ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუკი იარსებებდა რწმენა იმისა, რომ სამყაროს მართავს უმაღლესი არსება - ღმერთი, რომ ადამიანი თავისი სიცოცხლით ახორციელებს მარადიულ ზეადამიანურ ღირებულებებს, იღვწის მათთვის . მაგრამ ასეთი რწმენა, კამიუს აზრით ილუზიურია. არ არსებობს არც ღმერთი, და არც არავითარი მარადიული ღირებულება, არსებობს მხოლოდ ის, რაც გრძნობის ორგანოებია. გრძნობადობა არსებობის ერთადერთი საზომია, "მართლაც როდის შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, რომ მე ეს ვიცი- - ვკითხულობთ "სიზიფეს მითში". მაგალითად მე ვიცი რომ ჩემი გული არსებობს, რადგან იგი შემიძლია შევიცნო. ასევე სამყარო რომელსაც ვეხები. ამის საფუძველზე შემიძლია ვამტკიცო რომ არსებობს ორი რამ : - მე და გრძნობადი სამყარო აქ ჩნდება ყველა ჩემი მეცნიერება - წერს კამიუ, - სხვა დანარჩენი გონების კონსტრუქციაა და სხვა არაფერი.

აბსურდის თემა ერთ-ერთი ძირითადია კამიუს შემოქმედებაში . თუ მოვინდომებთ ამ ფენომენის ნათლად წარმოდგენას უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ აბსურდი ყოველივის განხეთქილებაა, წინააღმდეგობაა, შეუსაბამობა, ადამიანის ლტოლვას პრეტენზიასა და თავად სამყაროს შორის. "აბსურდის გრძნობაა სხვა არა არს რა, თუ არა განხეთქილება კაცსა და სიცოცხლეს შორის, მსახიობსა და დეკორაციას შორის." ადამიანი გრძნობს, თავის ყოფის, ტანჯვის უსარგებლობას. ცხოვრება მონოტონურია. ყოველდღე მეორდება ერთი და იგივე: ადგომა, ტრამვაით ჯაყჯაყი, მუშაობა კანტორაში, ან ქარხანაში, სადილი, ისევ მუშაობა და გზა სახლისაკენ, ვახშამი, ძილი, მეორე დღეს ისევ იგივე. დამაშინ იბადება კითხვა: რისთვიისაა ყველააფერი ეს? ადამიანი ატყობს, ასეთ ცხოვრებას არ აქვს არავითარი ღირებულება. ადამიანი მხოლოდ ჩვეულების გამო განაგრძობს არსებობას, ცხოვრებას იხანგრძლივებს. და ერთ მშვენიერ დღეს მას აბსურდის ძლიერი გრძნობა აფხიზლებს ადამიანი ხვდება თუ რაოდენ უბადრუკია მისი ცხოვრება, რომ იგი ეულია, მიუსაფარი, უცხოა ამ სამყაროში. არც აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რაიმის იმედი. აბსურდის გრძნობა გვკარნახობს, რომ ადამიანსა და ცხოვრებას შორის უფსკრულია.



"ცხოვრებას მანამ ვეჩვევით, სანამ ფიქრს ვისწავლით"- ალბერ კამიუ

0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0