x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შვეიცარიაში "მუსულმან გოგონების ბიჭებთან ერთად ცურვის" საქმე საბოლოოდ განიხილეს
imageადამიანთა უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შვეიცარიის მთავრობის დადგენილება -იცურაონ მუსულმანმა გოგონებმა ბიჭებთან ერთად ცურვის გაკვეთილზე, არ არღვევს მათ რელიგიურ უფლებებს.


სარჩელის განხილვის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას აქვს სრული უფლება მოითხოვოს სასკოლო პროგრამების შესრულება, იმისთვის, რომ წარმატებით განხორციელდეს ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში.


ევროპულმა სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა ასეთი მოთხოვნა შევაფასოთ როგორც ნაწილობრივი ჩარევა რელიგიურ აღმსარებლობაში, მაგრამ ეს არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც თავისუფლების სერიოზული დარღვევა.


სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მოქმედებდა კანონის ფარგლებში, რომელიც მიმართულია უცხოური წარმოშობის მოწაფეების მიმართ, რათა ისინი დაიცვან საზოგადოებრივი იზოლაციისგან.



ევროსასამართლოში საჩივარი შეიტანა თურქული წარმოშობის ორმა შვეიცარიელმა მოქალაქემ, რომლებმაც უარი თქვეს თავიანთი ქალიშვილებს ბიჭებთან ერთად საცურაო აუზში ევარჯიშათ.

0
149
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0