x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?
ბევრი ჩვენგანი გამოღვიძებისას ძილში ნანახ სიზმარს ვეღარ იხსენებს, ერთეულებს კი შეუძლიათ გაარჩიონ ის დეტალურად თუ ზედაპირულად. მეცნიერები დიდი ხანია ამტკიცებენ იმ ფაქტს, რომ სიზმარი არსებითი მნიშვნელობის მატარებელია. სწორი ინტერპრეტაციის წყალობით სიზმარს შეუძლია გამოხატოს თქვენი დარდი, წუხილი, ფსიქიკური მდგომარეობა და განსაზღვროს მომავალიც კი.


image


ინდოელებს შეეძლოთ სიზმრის სწორი ინტერპრეტაცია უკეთ, ვიდრე ნებისმიერ თანამედროვე ექიმსა და თერაპევტს. აშშ-ს ამ მკვიდრი მოსახლეობისთვის სხვა კულტურებთან ერთად, სიზმრებიც მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. ისინი ბავშვობიდან სწავლობდნენ დეტალურად დაემახსოვრებინათ სიზმარი, რომლის მეშვეობითაც შეიძენდნენ მეტ ცოდნას და უკეთ გაეცნობოდნენ საკუთარ შინაგან სამყაროს.

ინდოელები თვლიდნენ, რომ სული ძილის დროს ტოვებს სხეულს. მათ ასევე სჯეროდათ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს სამი სული, რომელთაგან პირველი გამოიხატება ექოთი- სუნთქვის დროს; მეორე არის ორგანიზმი, რომელიც გვაძლევს ენერგიას ცხოვრების განმავლობაში და მესამე ეს არის "თავისუფალი სული", რომელიც ტოვებს ჩვენს სხეულს ძილის დროს. სანამ პირველი ორი სული ჩვენს სხეულში რჩება, მესამე- "თავისუფალი სული" დახეტიალებს სხვა განზომილებებში, ჭვრეტს მომავალს და ამყარებს ურთიერთობას სხვა სულებთან.

ინდური ფილოსოფიის ნაწილია ასევე რწმენა იმისა, რომ ჩვენ ყველანი ვართ ხანგრძლივ და ღრმა ძილში, ხოლო სულები, რომლებიც გვიცავენ ჩვენ, სიზმარში ხშირად გვიგზავნიან შეტყობინების სახით გამაფრთხილებელ ნიშნებსა და სიმბოლოებს.


image



მაშასადამე ძილი არსებობის სხვა განზომილებაა, სადაც შეგვიძლია უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და გავიგოთ მომავალი. ამიტომ უნდა ვეცადოთ დავიმახსოვროთ სიზმრები და სწორად გავერკვიოთ მათში. თუ ინდოელების მსგავსად მივუდგებით სიზმრების საკითხს, დიდ სარგებელს მოვუტანთ საკუთარ თავს.



იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე გახმაურებული გაუჩინარებები, რომელთა კვალს დღემდე ვერ მიაგნეს

ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანა

ფოტოები, რომელთა უცნაური საიდუმლო შოკს მოგგვრით

საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთ

ყველაზე ამაზრზენი ტრადიცია- იაპონელი ბერები თვითმუმიფიცირებას ახდენდნენ

ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრა

ის ერთი თვე "კომაში" იყო და რაც გაღვიძებისთანავე თქვა, მსოფლიო გააოგნა

10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ"



3
3286
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3286
  
2017, 11 იანვარი, 23:09
გეთანხმები , რომ ჩვენი რელიგია სიზმრების ინტერპრეტაციას უარყოფს, არასერიოზულად თვლის, მაგრამ ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესებზე რომელი რელიგიაა პასუხისმგებელი? მე ჩემი პირადი ფაქტები მაქვს, რითაც ვამტკიცებ, რომ სიზმარი მომავალს გვიჩვენებს, თუმცა ვერ ვხსნით ბევრ მინიშნებასა და სიმბოლოს((
2017, 10 იანვარი, 19:49
მეც მქონია მსგავსი რამოდენიმე შემთხვევა ლალი, თუმცა ჩვენი რელიგია სავსებით ეწინააღმდეგება მას, როგორც ასტროლოგიას, რომელსაც ასევე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის ბევრ რამეზე.
2017, 10 იანვარი, 17:32
ვადასტურებ, რომ სტატია ნამდვილად მაგარია)) ხუმრობის გარეშე ვწერ! პირადად, მე, ისეთი სიზმრები ,,მაქვს,, ხოლმე, რომ ხშირად გაოგნებული ვრჩები და ვრწმუნდები იმაში, რომ ადამიანის ცხოვრება წინასწარ დაგეგმილია.
0 1 3