x
მეტი
  • 21.09.2017
  • სტატია:69475
  • ვიდეო:322034
  • სურათი:423018
როგორ გავრცეხოთ სწორად ხელოვნური ქურქი - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას!

image

ხელოვნური ქურქი ზამთრის სეზონში განსაკუთრებით აქტუალური მასალაა. მისგან ამზადებენ როგორც სამოსის ელემენტებს, ასევე ჟაკეტებს, ქურთუკებს და საყოფაცხოვრებო საგნებსაც კი. რამდენადაც იგი დელიკატურ მასალად ითვლება, აუცილებელია ვიცოდეთ მისი მოვლისა და რეცხვის წესები, რათა საყვარელი სამოსი დროზე ადრე არ გახდეს გადასაგდები. ხელოვნური ქურქის რეცხვა შეიძლება როგორც ხელით, ასევე სარეცხ მანქანაში ან ქიმწმენდაში.


1. მანქანით რეცხვა


შეამოწმეთ იარლიყზე დატანილი ინსტრუქცია, მასში ყოველთვის არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქურქის გარეცხვისას. იარლიყიდან შეიძლება შეიტყოთ, შეგიძლიათ თუ არა აღნიშნული ქსოვილის მანქანით გარეცხვა თუ მხოლოდ ხელით რეცხვაა დასაშვები. ასევე შეიტყობთ ცალკე უნდა გაირეცხოს აღნიშნული სამოსი, თუ დასაშვების მისი მსგავსი ფერის ქსოვილებთან ერთად გარეცხვა, გადადის თუ არა ფერი და ა.შ.


image

2. ქურქი გადააბრუნეთ შიგა მხარეს და ისე მოათავსეთ სარეცხ მანქანაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ ქურქთან ერთად სხვა სარეცხი არ მოათავსოთ.


image

3. გამოიყენეთ სარეცხი მანქანის სათანადო პარამეტრები. დააყენეთ მანქანა გრილ წყალზე და რეცხვის დელიკატურ რეჟიმზე. გამოიყენეთ თხევადი სარეცხი საშუალება. დაამატეთ დამარბილებელი გავლების ციკლის დასაწყისში.


image

4. რეცხვის დასრულების შემდეგ გამოიღეთ ქურქი, გაასწორეთ და ჩამოფერთხეთ დარჩენილი წყლის წვეთები. ზედმეტი წყლის მოშორება შეგიძლიათ ასევე ქურქის რომელიმე თხელ ქსოვილში შეხვევით. შემდეგ კი აუცილებლად გაშალეთ და გაშრობისთვის თავდაპირველ ფორმას დაუბრუნეთ.


image


ხელით რეცხვა


image
1. გარეცხეთ ქურქი გრილ ან ოდნავ თბილ წყალში. ეს საშუალებას მისცემს ქურქს თავდაპირველი ტექსტურა და ფორმა შეინარჩუნოს. გამოიყენეთ ხელით რეცხვისთვის განკუთვნილი თხევადი სარეცხი საპონი.


image


2. სანამ მთელ სამოსს მოათავსებდეთ წყალში, ჯერ დაასველეთ და თხევადი საპნით დელიკატურად ამორეცხეთ ის ადგილები, სადაც ყველაზე მეტად არის ჭუჭყი ან ლაქები ჩამჯდარი. შემდეგ კი ამოავლეთ მთელი ქსოვილი და ხელით, არც თუ ისე ძლიერად, გაწურეთ. გაავლეთ გრილ წყალში.


image


3. გაფერთხეთ ქსოვილი, შემდეგ კი გაახვიეთ ტილოში, რათა ზედმეტი წყალი მოშორდეს. შემდეგ ისევ ჩამოფერთხეთ და გაასწორეთ ქსოვილი. გაშრობამდე აუცილებელია ზედმეტი წყლის მოშორება, რადგა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქურქი თავდაპირველ ტექსტურასა და ფორმას დაკარგავს.


გაშრობა


არასოდეს გამოიყენოთ ფენი, გრილი ჰაერის რეჟიმითაც კი!


image

გასაშრობად დაკიდეთ ქურქი პლასტმასის საკიდზე ან დადეთ ბრტყელ ზედაპირზე და მოათავსეთ ისეთ ადგილზე, რომელიც კარგად ნიავდება.


image

ნაზად ჩამოვარცხნეთ ქურქი მეჩხერკბილებიანი სავარხლით ან ჩოთქით, რათა ხელი შეუწყო მის გაშრობას.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი მარილის ლაქებისგან ზამთარში - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

2. ფარდების რეცხვისას ბევრი უშვებს ამ შეცდომას - გაითვალისწინეთ და შეინარჩუნეთ სიქათქათე!

image

3. როგორ "მოვარჯულოთ" ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს - 5 გამოცდილი მეთოდი

image

4. როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის" ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. რა სიხშირით და როგორ უნდა გავრეცხოთ სწორად საწოლის თეთრეული - ეს მნიშვნელოვანია!

image

0
344
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0