x
მეტი
  • 28.06.2017
  • სტატია:67215
  • ვიდეო:319915
  • სურათი:419191
ქალთევზები -არსებობენ თუ არა ისინი

image
ამერიკის ოკეანური და ატმოსფერული ნაციონალური, სამთავრობო კვლევითი ცენტრის (NOAA ) თანამშრომლებმა გაავრცელეს შემდეგი შინაარსის განცხადება "არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ წყლის ჰუმანოიდები არსებობენ. მეცნიერებმა იციან სად ცხოვრობენ ისინი".
image

სპეციალისტები მთელი სერიოზულობით ამტკიცებენ, რომ ადამიანის ტანისა და თევზის კუდის მქონე არსებები დედამიწის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა ზღვასა და ოკეანეში ცხოვრობენ.
NOAA-ს პრეს-მდივანი სენდუ ნიკსონი "Weekly World News"-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე მომუშავე 65 ექპერტი ტიბეტში შეიკრიბა, მათ აქამდე არსებული ყველა მონაცემი და დოკუმენტი შეაჯერეს და მივიდნენ საბოლოო დასკვნამდე- "ქალთევზები არსებობენ".
მათი დასკვნით წყლის ჰუმანოიდების უმრავლესობა კარიბისა და ხმელთაშუა ზღვის აუზში, ასევე წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში ცხოვრობენ.
Weekly World News-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იმასაც ამტკიცებს, რომ ამერიკის კვლევით ჯგუფს სპეციალურ გასაიდუმლოებელ აუზებში წყლის 7 ჰუმანოიდი ჰყავთ, რომლებზეც დაკვირვებას აწარმოებენ. "ცოტა ხნის წინ ეს აუზი და ქალთევზები პირადად ამერიკის პრეზიდენტმა, ბარა ობამამაც მოინახულა და ნანახით შოკირებული დარჩა"- წერს გამოცემა. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ოკენისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ თავის საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჰუმანოიდების არსებობის მტკიცებულება არ არსებობს და არც არასდროს უპოვიათ“.
ამგვარი განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტელეარხ Animal Planet-ზე ფილმი გავიდა სახელწოდებით „ქალთევზები: ნაპოვნია სხეული“.
„მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მეცნიერული ფანტასტიკაა, ბევრი ადამიანისათვის დამაჯერებელი აღმოჩნდა. ავტორებმა იმისათვის, რომ სურათს რელური სახე მიეღო, თანამედროვე კომპიუტერული ანიმაციები გამოიყენეს“ - ნათქვამია ტელეარხის წარმოამდგენლის განცხადებაში.
ფილმის გასვლის შემდეგ, ეროვნულმა სამსახურმა ელექტრონული წერილი მიიღო, რომელშიც ქალთევზების არსებობის დადასტურებას მოითხოვდნენ. „ქალთევზები ეს ნახევრად ადამიანები და ნახევარდ თევზები არიან, რომლებიც მხოლოდ მითიურ არსებებს წარმოადგენენ. ჩვენ ქალთევზების შესასწავლი სამეცნიერო პროგრამა არ გავქვს“ - ამბობს ოკეანის ნაციონალური სამსახურის პრესმდივანი BBC-სთან ინტერვიუში.
ავსტრალიაში, 1899 წელს ერთ-ერთმა მოქალაქემ სცადა ფსკერში ჩაყვინთვა და ეს გამოუვიდა, როდესაც ჩაყვინთა შეამჩნია არსება, რომელიც ნახევრად ადამიანი-ნახევრად თევზი იყო. ის აცხადებდა, რომ ეს არსება ადამიანთან შედარებით ბევრად მაღალი იყო, მას თმებიც ჰქონდა და თვალებიც. ამ მონათხრობმა ავსტრალიას, მეთევზე ბილის ამბავიც გაახსენა. ეს ისტორიები იბეჭდებოდა გაზეთებში, უამრავი ჭირი დაიძრა ამ თემებზე. მეზღვაურებმა ისიც კი გადაწყვიტეს, რომ პატარა ექსპედიცია მოეწყოთ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეს არსება შეამჩნიეს. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას სადაც ბილმა და ადგილობრივმა მცხოვრებმა, ეს უცნაური არსება აღმოაჩინეს, ფსკერზე იყო გაკეთებული ღრმა ორმო. მეზღვაურებმა ჩაყვინთეს ორმოში, მაგრამ საინტერესო ვერაფერი იპოვეს. მობინადრეები იმასაც ამბობდნენ, რომ სავსე მთვარის პერიოდში, ღამ-ღამობით რაღაც უცნაური და საშიში ხმები ესმოდათ ზღვიდან. ეს არის ფაქტები, რომლებსაც ან უნდა დაუჯეროთ ან არა, თავად გადაწყვიტეთ, პირადად მე მგონია, რომ არსებობს არსებები, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებსი უფრო გავს ადამიანს, ვიდრე სინამდვილეში და, რომ ისინი ჩვენი ფანტაზიის შედეგია და სხვა არაფერი .

3
167
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
167
  
14 იანვარი, 23:44
ზემოთ პირველი,მაგრამ აჩკები სად დაკარგა?საინტერესოა,წყალში თუ ხმელეთზე?
14 იანვარი, 11:45
საინტერესოა რომელი? :D
13 იანვარი, 5:25
ძალიან გავს ჩემს სიდედრს!!!
0 1 3