x
ლეგენდა იაპონიის საუკეთესო ხმლების მჭედელზე

image
მასამუნე ცნობილი როგორც გორო ოიუდო მასამუნე, ფართოდ არის ცნობილი როგორც იაპონური ხმლების საუკეთესო მჭედელი. მან შექმნა ხმლები და დანები, იაპონიაში ცნობილები როგორც ტაჩი და ტანტო. მისი ცხოვრების ზუსტი წლები არ არის ცნობილი, თუმცა დადასტურებული ფაქტია, რომ ხმლების უმეტესობა შექმნა 1288-1328 წლებში. ზოგიერთი ისტორიების მიხედვით მისი ოჯახის გვარია ოკაზაკი, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მასამუნე

მუშაობდა საგამის პროვინციაში, კამაკურას პერიოდის ბოლოს (1288-1328) და მას მჭედლობაში წვრთნიდნენ თავის საქმის ოსტატები ბიზენისა და იამაშიროს პროვინციებიდან.


არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც მასამუნეს დაუპირისპირდა საკუთარი შეგირდი მურამასა. მას სურდა გაერკვია რომელი იყო მათ შორის ხმლების საუკეთესო მჭედელი. როდესაც ორივემ დაამზადა ხმალი, მათ გადაწყვიტეს შედეგის შემოწმება. მურამასამ ხმალი ჩაარჭო პატარა მდინარეში ისე, რომ მჭრელი პირი იყო მიბრუნებული დინების საწინააღმდეგოდ. მურამასას ხმალი Juuchi Yosamu (10 000 ცივი ღამე) ჭრიდა ყველაფერს რაც წყალს მოჰქონდა-ფოთლებს, თევზებს, ჰაერსაც კი. შემდეგ მასამუნემ ჩაყო თავისი ხმალი Yawarakai-Te (ნაზი ხელები) წყალში. ხმალმა მხოლოდ ფოთლები გაჭრა. თევზები პირდაპირ მისკენ მიცურავდნენ, მაგრამ არაფერი მოსდიოდათ. მურამასამ ამის დანახვის მერე დაიწყო მასწავლებლის დაცინვა და საკუთარი უპირატესობების წარმოჩენა. ამ ყველაფერს მასამუნე ღიმილით ადევნებდა თვალს. ამასობაში კი ბერი რომელიც უყურებდა მათ შეჯიბს, მივიდა მათთან და სთხოვა მოესმინათ მისთვის თუ რა დაინახა მან:"პირველი ხმალი ყოველმხირვ უნიკალური იყო, მაგრამ ეს ხმალი არის სისხლის მწყურვალი, ეშმაკის მახვილი, რადგან ვერ არჩევს იმას თუ ვინ ან რა უნდა გაჭრას. მეორე ხმალი ორიდან საუკეთესოა, რადგან საჭიროებისამებრ არ ჭრის დაუმსახურებელსა და უდანაშაულოს"


მასამუნეს სახელობის პრიზი გადაეცემათ Japanese Sword Making Competiton-ზე ხმლების მჭედლებს. აღსანიშნავია რომ პრიზი არ გაიცემა ყოველწლიურად, მას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ოსტატი შექმნის უნიკალურ იარაღს.

0
197
შეფასება არ არის
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0