x
მეტი
  • 28.03.2017
  • სტატია:65121
  • ვიდეო:317366
  • სურათი:415921
მენონი

imageეს პატარა დიალოგი სიქველის პრობლემებისადმია მიძღვნილი. შეიძლება თუ არა სიქველის სწავლა? ამ სახით ისმის კითხვა დიალოგის დასაწყისში და ერთბაშად, ყოველგვარი შესავლის გარეშე იწყება კამათი აღნიშნული საკითხის ირგვლივ:

1. პროლოგი- დიალოგი იწყება სოკრატესა და ათენში სტუმრად მყოფი სოფისტის მენონის საუბრით სიქველის შესახებ. შეიძლება თუ არა სიკეთის სწავლა? ეკითხება მენონი, სოკრატე მიუგებს, რომ საჭიროა ჯერ გავარკვიოთ თვითონ სიქველე რა არის.

2. ძიების დასაწყისი- მენონის აზრით სხვადასხვაგვარია, არსებობს ქალის, კაცის, ბალღის, მოხუცის, ახალგაზრდის, მონის ან თავისუფალი ადამიანის სიქველე განპირობებული ასაკით, მოქმედებით თუ საქმით, ხოლო სოკრატეს აინტერესებს თვითონ სიქველე როგორც თვითმყოფადი, თავისთავადი, თვითიდენტური. ყველა ქველი არსების სიქველეს რა განაპირობებს თვისობრივ მათი ასაკის, პროფესიისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

3. დიფენცია პირველი- მენონი სოფისტთა დოქტრინის დამახასიათებელ ძლიერი პიროვნების კულტიდან გამომდინარე ასეთ განსაზღვრებას აძლევს: სიქველე "ადამიანებზე მბრძანებლობის უნარი. როცა სოკრატე შემდეგი არგუმენტით უპირისპირდება. განა ასეთია ბალღის ან მონის სიქველე? სად მონა და სად მბრძანებელი?

4. მენონი კვლავ განაგრძობს განმარტოს თუ რა არის სიქველე, იგი მალევე იცვლის აზრს და შემდეგნაირად განგვიმარტავს: მიელტვო მშვენიერებას და შეგეძლოს ეზიარო მას". სოკრატე მას საპასუხოდ ამბობს, რომ კაცთაგან ზოგი სიკეთეს (მშვენიერებას) და ზოგი ბოროტებას (სიმახინჯეს) მიელტვის. სიკეთისკენ ლტოლვა არ შეიძლება სიქველის პრედიკატი იყოს.

5. სოკრატეს მაძიებლური სულისკვეთება, ლოგიკური მსჯელობის ძალით გაოგნდა მენონი. და იგი სოკრატეს კომპლიმენტს ეუბნება.

6. როგორც ჩანს, მენონმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და დიალოგში იგი უფრო პასიური ხდება. ამ მომენტში სოკრატე მარტოდმარტო აგრძელებს ძიებას. სოკრატე, იმის საილუსტრაციოდ, რომ ძიება, შემეცნება და ბოლოს ცოდნა სხვა არა არის თუ არა მოგონება, იყენებს ერთ მონას რომელსაც არავის უსწავლებია გეომეტრია და შეკითხვების მეშვეობით თავის თავში აღმოაჩენინებს გეომეტრიის ელემენტარულ საწყისებს. მონა გარკვეულ კითხვებს პასუხობდა, თუმცა მნიშვნელოვნად საჭიროებდა სოკრატეს "წახმარებას", რის შემდეგაც სოკრატე ასკვნის, რომ გეომეტრიისა და /ან სხვა ყველა ნამდვილ ცოდნას ის დაბადებდა.

0.ეპილოგი- სიქველე იგივე ღვთიური ხვედრია, რომელიც ღვთაებრივი წილისყრით მიემადლება კაცს, -ასწავლის მენონს სოკრატე. ამ მხრივ "ქველნი" არაფრით არ გამოირჩევიან "ღვთაების" მიერ გულშეძრულთა და შთაგონებულთაგან.


0
38
1-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0