x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პარიზში კიმ კარდაშიანის მძარცველები დააკავეს
imageდღეს დილით პარიზის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც კიმ კარდაშიანის დაყაჩაღების საქმეზე ერთბაშად 16 ადამიანი დააკავეს.


შეგახსნებთ, გასული წლის ოქტომბერში ამერიკელ მსახიობს და ფოტომოდელს პარიზის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში თავს დაესხნენ და გაიტაცეს 10 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა.


მასშტაბური სპეცოპერაცია 9 იანვარს ერთდროულად დაიწყო ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ამოღებულია ფული და ძვირფასეულობა, აგრეთვე განხორციელდა ჩხრეკები პარიზის საიუველირო მაღაზიებში.


ბანდიტური შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა.ბანდის მეთაური ალჟირიდან არის.წევრებს შორის ყველაზე უფროსი 72(!) წლისაა, მათ შორისაა სამი ბოშა ქალიც.



წინასწარი მონაცემებით ძვირფასეულობის ნაწილი გადააგზავნეს ანტვერპენში(ბელგია) სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრილიანტების სავაჭრო ცენტრი მსოფლიოში.

მანამდე იყო ეჭვები, რომ მძარცველები კიმ კარდაშიანის საახლობლო წრიდან იყვნენ, ამ ვერიას მხარს უჭერდა კიმის ყოფილი მცველი, ხოლო ზოგიერთი გამოცემა უფრო შორს წავიდა და ვარაუდობდა, რომ კარდაშიანმა ძარცვის ინსცენირება მოაწყო.





0
148
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0