x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
დინოზავრების რეკორდები
image

დინოზავრები ყველაზე შთამბეჭდავი ცხოველები იყვნენ, რომლებიც დედამიწაზე ყველა ცხოველზე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. ისინი 230 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და 165 მილიონი წელი იცხოვრეს, 65 მილიონი წლის წინ კი იდუმალებით მოცულ ვითარებაში მოულოდნელად გადაშენდნენ. სულ მცირე, 80 თეორიიდან ერთ-ერთის მიხედვით, მათი გადაშენება გამოიწვია კომეტის დაჯახებამ მექსიკის ყურის სამხრეთ სანაპიროზე, დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე, რომლის დროსაც ქვიშისა და ქვების უზარმაზარმა მტვერმა მზე დააბნელა და დედამიწაზე საგრძნობლად აცივდა. დინოზავრებიც ალბათ სწორედ ამ ყინვიანმა დრომ შეიწირა. მიუხედავად ამისა, ისინი დედამიწაზე მობატონე ყველაზე დიდებული არსებები იყვნენ.





ყველაზე დიდი დინოზავრი-სეისმოზავრი, სიგრძე 50 მეტრი, წონა 30 ტონა

image

ყველაზე დიდი მტაცებელი-გიგანოტოზავრი, სიგრძე 12, 5 მეტრი. წონა 8 ტონა


image

ყველაზე გრძელი მტაცებელი-სპინოზავრი, სიგრძე 17 მეტრი

image

ყველაზე სწრაფი დინოზავრი-გალიმიმუსი, სიჩქარე 80კმ/სთ

image

ყველაზე პატარა დინოზავრი-კუბის ფუტკრისებრი კოლიბრი, წონა 1.6 გრამი.

image

ყველაზე ძველი დინოზავრი-ჰერერაზავრი, დაახლოებით 228მლნ. წლის წინ

image

ყველაზე პატარა ტვინი სხეულთან შედარებით-აპატოზავრი

image

ყველაზე დიდი ტვინი სხეულთან შედარებით-ტროოდონი

image

ყველაზე გრძელი სახელი-მიკროპაქიცეფალოზავრი

image

ყველაზე მოკლე სახელი-მინმი

image

ყველაზე სახელგანთქმული-ტირანოზავრი

image


1
358
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
358
  
2017, 10 იანვარი, 18:26
სეისმოზავრი - ასეთი ტერმინი პირველად გავიგე, საინტერესოა!
0 1 1