x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უცნაური ფაქტები სპორტის ისტორიიდან

image

image

1998 წელს «ინტერში» გადასულმა რობერტო ბაჯომ თავისი საყვარელი მე-10 ნომრით თამაში მოითხოვა. რონალდომ დაუთმო მას ნომერი, მაგრამ სამაგიეროდ მე-9 ნომერი მოითხოვა, რომლითაც ჩილელი ფეხბურთელი ივან სამორანო თამაშობდა. ამ უკანასკნელმა, ნომერი 18 აიღო, მაგრამ 1-იანსა და 8-ანს შორის + ჩაამატებინა.

image

image

image

როდესაც შოტლანდიურმა საფეხბურთო კლუბმა «აბერდინმა» კონტრაქტი მაროკოელ ჰიშამ ზერუალისთან გააფორმა, გულშემატკივრებმა, გვარის პირველი ბგერის მიხედვით, «ზერო» შეარქვეს. ამიტომ, ზერუალი ნომერი 0-ით თამაშობდა ერთი სეზონი, ხოლო მომდევნო სეზონში, შოტლანდიის და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციებმა ასეთი ნომრით გამოსვლა აკრძალეს.


image

image

image

ერიტრეა — ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა არის მსოფლიოში და მკაცრი რეჟიმით გამოირჩევა აფრიკის სხვა სახელმწიფოების ფონზეც კი. 2009 წელს კენიაში გამართული ტურნირის დროს, ერიტრეას 12 ფეხბურთელი გაიქცა, ორი წლის შემდეგ, კიდევ 13-მა ფეხბურთელმა მიბაძა მათ საქციელს. ამჯერად, გაქცევა ტანზანიაში მოხდა. ხოლო 2012 წელს მთელი საფეხბურთო გუნდი გაქრა, ექიმთან ერთად. შემდეგ წელს, კიდევ 11 ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გაიქცა ქვეყნიდან. ამის მიუხედავად, ერიტრეა ფეხბურთის ასოციაცია პოზიციებს არ თმობს და ისევ აგრძელებს ქვეყნის ნაკრების დაკომპლექტებას ახალი ფეხბურთელებით.

image

image

image

ანდრეს ესკობარმა, კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრების მცველმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-ს ნაკრებთან შეხვედრის დროს, ავტოგოლი გაიტანა საკუთარი გუნდის კარში. შეხვედრის წაგების შემდეგ, ნაკრები ჯგუფიდან ვერ გამოვიდა და სამშობლოში დაბრუნდა. რამოდენიმე დღის შემდეგ, ესკობარი თავისავე მანქანაში უმბერტო მუნის კასტრომ მოკლა. მან ფეხბურთელს 12-ჯერ ესროლა, თან ყოველი გასროლის წინ ყვიროდა: «გოოოლ! გოოლ....».

ფეხბურთელს 6 ტყვია მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანიდან 45 წუთის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მის მკვლელი დააკავეს და 43 წელი ციხე მიუსაჯეს.

image

image

image

1900 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ამერიკელმა მარგარეტ ებოტმა გოლფში შეჯიბრი მოიგო და აშშ-ს პირველი ოლიმპიელი ჩემპიონი გახდა. თუმცა, იმის გამო, რომ ოლიმპიადა პარიზში ცუდად იყო ორგანიზებული, სპორტსმენმა არ იცოდა, რომ მონაწილეობას ოლიმპიადაში იღებდა, ისევე როგორც, შეჯიბრში მონაწილე სხვა გოლფისტებმა. მაშინაც კი, როდესაც სამშობლოში ბრუნდებოდა, ებოტი დარწმუნებული იყო, რომ მონაწილეობა პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენასთან დაკავშირებულ ტურნირში მიიღო.

image

image

image

2002 წელს მადაგასკარის ორი საფეხბურთო კლუბი «Adema» და «Stade Olympique de L’Emyrne» ქვეყნის ჩემპიონობის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვოდნენ. ამ მატჩის წინა მატჩი, ფრედ დასრულდა, ბოლო წუთზე განხორციელებული საკამათო საჯარიმოს გამო და «Stade Olympique de L’Emyrne» გუნდმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა. განმეორებით შეხვედრაზე, პროტესტის ნიშნად, «სტად ოლიმპიკამ», მატჩის დაწყებისთანავე, ბურთების გატანა საკუთარ კარში დაიწყო და შეხვედრა 149:0 ანგარიშით დასრულდა, «ადემას» სასარგებლოდ. ეს ყველაზე შედეგიანი მატჩია ფეხბურთის ისტორიაში.

image

image

image

ახალზელანდიელი სპორტსმენი მიურეი ჰელბერგი ახალგაზრდობაში რაგბისტი იყო. მაგრამ, ერთ-ერთი მატჩის დროს, მძიმე ტრამვა მიიღო, რის გამოც, მისი მარცხენა ხელი სამუდამოდ პარალიზებული დარჩა. თუმცა, ჰელბერგმა არ მიატოვა დიდი სპორტი და სირბილში დაიწყო ვარჯიში. ის თავს არ ზოგავდა და 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომში, 5 000 მეტრიან დისტანციაზე, ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
imageimage

image

ფორმულა-1-ის ავტოშეჯიბრი ერთადერთი სპორტია, რომელშიც ქალებს და კაცებს ერთად შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. თუმცა, ჯერ-ჯერობით არცერთ ქალ სპორტსმენს, სპორტის ამ სახეობაში, მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

image

imageimageინგლისელმა ფეხბურთელმა სტენლი მეთიუზმა თავის 50 წლიანი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, 700-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არცერთი გაფრთხილება არ მიუღია. ის რამდენჯერმე გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. გამოსათხოვარ მატჩზე, ინგლისის დედოფალმა ელიზაბეთ II მას რაინდობა უბოძა, ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო, სპორტის ისტორიაში.

image

image

1924 წელს ძმებმა ადოლფ და რუდოლფ დასლერებმა ფირმა დააარსეს, რომელიც სულ მალე მსოფლიო ლიდერი გახდა სპორტული ფეხსაცმლის წარმოებაში. თუმცა, II მსოფლიო ომის შემდეგ, ძმებმა იჩხუბეს და ბიზნესი შუაზე გაიყვეს. ადოლფმა თავის ფირმას Adidas-ი დაარქვა (Adi Dassler-დან), რუდოლფმა — RuDa (Rudi Dassler-დან), ხოლო მოგვიანებით, სახელი შეუცვალა და Puma უწოდა. გერმანული ქალაქი, სადაც ეს ორი ფირმა არის განთავსებული, დღემდე ორ ნაწილად არის გაყოფილი, რომლის მაცხოვრებლები ერთმანეთს ვერ იტანენ.

image

imageimageესპანეთის მეორე ლიგის ერთ-ერთ მატჩში, თამაშის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე, მსაჯობით უკმაყოფილო ორივე გუნდის ფეხბურთელები, არბიტრს შემოეხვივნენ და პროტესტს მხოლოდ სიტყვებით კი არა, ჟესტებითაც გამოხატავდნენ. ამ კრიტიკულ სიტუაციაში, მსაჯმა სრული სიმშვიდე შეინარჩუნა და წითელი ბარათი მატჩში მონაწილე 22 ფეხბურთლს აჩვენა.

image

imageimageპოლონელი სპორტსმენი სტანისლავა ვალასევიჩმა 1932 წლის ოლიმპიადაზე 100 მ. სირბილზე მხოლოდ ოქროს მედალი კი არ მოიპოვა, მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, 1980 წელს, სხეულის გაკვეთის დროს გაირკვა რომ ის მამაკაცი იყო.

image

imageimage1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნიდერლანდების ნაკრებმა ფინალამდე 14 ბურთი გაუტანა მოწინააღმდეგეებს, ხოლო თავის კარში, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ისიც ავტოგოლი იყო, რომელიც რუდა კროლმა შეაგდო. გუნდმა სპონსორებისგან მოითხოვა, რომ კროლისთვის პრემია მიეცათ გოლის გატანის გამო, რადგან კონტრაქტში არაფერი იყო ნათქვამი ავტოგოლების შესახებ. ამ შემთხვევის შემდეგ, სპონსორები ყოველთვის აკონკრეტებენ, რომ ავტოგოლები, პრემიის გაცემის დროს, მხედველობაში არ მიიღება.

1
768
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
768
  
2017, 14 იანვარი, 10:31
ძალიან საინტერესო იყო :-)
მაგრად მომეწონა
0 1 1