x
მეტი
  • 24.05.2017
  • სტატია:66527
  • ვიდეო:319177
  • სურათი:418249
ალუბლის ხე (საკურა)

imageიგი ერთი უძირითადესი სიმბოლოა იაპონურ კულტურაში. საკუთრივ ალუბალი სამხაროს განასახიერებდა, ეტყობა, ნაყოფის თვისებების გამო, კერკეტი კურკითა და სისხლისფერი რბილობით (აქვე დავსძენთ, რომ იაპონური ალუბლის ნაყოფი არ იჭმევა) . ხოლო ალუბლის აყვავებული ხე კი გაზაფხულის, იმედის სიკეთის სიყვარულის სიმბოლო გახლდათ. იაპონური ხელოვნება მდიდარია ამ წარმტაცი სიმბოლიკის ნიმუშებით:

"უცხონი არ ვართ,

ჩაიმუხლეთ, ივიწყეთ შიში,

ძმანი ვართ ყველა

და ბალახს ვთელავთ

აყვავებულ ალუბლის ძირში"

(ისსა)

ჩინეთში აყვავებულ ალუბლის ხე ასევე ითვლებოდა გაზაფხულის, წარმატებისა და უმანკოების სიმბოლოდ.

ალუბალი ქრისტიანულ იკონოგრაფიაში რამდენჯერმე გვხვდება "ხე ცნობადის" ნაყოფად ვაშლის მაგივრად, ზოგჯერ კი თვით ქრისტეა ალუბლით ხელში გამოსახული.

სლავურ ქვეყნებში და, განსაკუთრებით კი უკრაინაში ალუბლის ხე მშობლიური მიწის, დედის, საცოლის სიმბოლოა. ხოლო ანტონ ჩეხოვის კლასიკური პიესის წყალობით, რუსეთსა და შემდგომ მთელ მსოფლიოში "ალუბლის ბაღი" სამუდამოდ ჩავლილი წარსულის სიმბოლოდ იქცა.

ქართული რეალობიდან, პირველ ყოვლისა, ლადო გუდიაშვილის მეტაფორა გვახსენდება:

"...რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,

რამ დამავიწყოს ეს ალუბლები.

იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,

ამ სიყვარულზე ვესაუბრები."

(ალბომიდან, 1939წ)

0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
156
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0