x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
პლატონი - "იონი"

imageნაწარმოების გმირები არიან თავად სოკრატე და რაფსოდი იონი. ამ ნაწარმოებს ხშირად "ილიადასაც" კი უწოდებენ, იმიტომ რომ მასში ჰომეროსის ეპოსის მაგალითზე გამოვლენილია პოეტური ინსპირაციის პლატონური გაგების არსი. პლატონი ამ ნაწარმოებით ცდილობს დაგვანახოს რაფსოდების ბრმა და არაცნობიერი რწმენა ჰომეროსის პოეზიისადმი. რაფსიდები ისეთივე ცრუბრძენნი იყვნენ როგორც, ვთქვათ სოფისტები. ასევე უფრო ასრსებითი და მნიშვნელოვანი ასპექტიც აქვს "იონში" ისევე როგორც "დიდ ჰიპია"- უპირველეს ყოვლისა ცდილობს გამიჯნოს ესთეტიკური პრინციპი სინამდვილის ყველა სხვა სფეროსგან სიუჟეტი და შინაგანი სტრუქტურა:

დიალოგი იწყება სოკრატე ხვდება ათენში ჩასულ სახელმოხვეჭილ რაფსოდს - იონ ეფესელს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინათ გაიმარჯვა ეპიდავრში ასკლეპიოსის დღესასწაულზე და პირფერულ ქება-დიდებას უძღვნის მის ხელოვნებას.

"იონის" მთავარი პრობლემა, მთავარი თემა პოეტური ხელოვნების კრიტიკაა.

დიდი ეპიკოსი პოეტები საკუთარი ხელოვნების კი არა, ზეშთაგონებისა და ღვთიური სიშმაგის წყალობით თხზავენ თავიანთ მშვენიერ ნაწარმოებებს, და ავტორი გამოთქვამს აზრს, რომ ღმერთი გონებას ართმევს შემოქმედს თავის მსახურად, ქურუმად აქცევს მას.

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0