x
image
natia.a
მეთოდი, რომლითაც ფეხის ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას სამუდამოდ დაემშვიდობებით
image

ფეხებში სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ბევრი უბრალოდ ითმენს ამას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ რით არის გამოწვეული აღნიშნული დისკომფორტი, რადგან, ყველასათვის ცნობილია, რომ ადრეულ სტადიაზე დაავადების განკურნება გაცილებით ადვილია. რა თქმა უნდა ამის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია, ჩვენ კი შემოგთავაზებთ ფეხის ტკივილის შემსუბუქების რამდენიმე ეფექტურ ხერხს, რომლებიც დაგეხმარეებათ ასევე სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკაშიც.


1. ტერფისა და თითების დაჭიმვა


image

მოხერხებულად დაჯექით იატაკზე და ფეხები სწორად დადეთ. მსუბუქი შარფისა თუ ქსოვილის ნაჭრის გამოყენებით, ტერფები თქვენსკენ მოქაჩეთ ისე, რომ ფეხის თითებით ოდნავ წინააღმდეგობას უწევდეთ. უნდა იგრძნოთ ტერფების დაჭიმულობა. გაიმეორეთ აღნიშნული ვარჯიში რამდენიმეჯერ.

2. მასაჟი ჩოგბურთის ბურთით


image

აიღეთ ჩოგბურთის ბურთი, დადექით მასზე და გააკეთეთ მსუბუქი წრიული მოძრაობები ისე, რომ ოდნავ დააწვეთ ბურთს. ამგვარი მარტივი ვარჯიში შესანიშნავ მასაჟს გაუკეთებს ტერფებს და მოადუნებს.

3. მოსადუნებელი ვარჯიში



image
დადექით ფეხშიშველი და შეეცადეთ თქვენი სიმძიმე ფეხის შიდა მხარეს გადაიტანოთ. შემდეგ კი დადექით ფეხის წვერებზე და გაჩერდით დაახლოებით 10 წამი. გაიმეორეთ 10-ჯერ. ყველაზე კარგია, თუ აღნიშნულ ვარჯიშს გააკეთებთ მიწაზე ან ქვიშაზე მდგარი.

4. სამედიცინო ბურთი


imageამისათვის დაგჭირდებათ მედბოლი ანუ სამედიცინო ბურთი. დაწექით იატაკზე და ბურთზე დადეთ ტერფები. შეეცადეთ ბურთზე ტერფებით დააწვეთ ისე, რომ თითები იატაკამზე ჩავიდეს. გაიმეორეთ 15-ჯერ.

5. ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი


image
ყოველთვის ატარეთ ფეხსაცმელი, რომელშიც ფეხი მოხერხებულად და კომფორტულადაა. ეს საშუალებას მისცემს ტერფებს სწორად ისუნთქოს და ნაკლები ზეწოლა მიიღოს. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან ბანალური რჩევაა, მაგრამ სამწუხაროდ მას ბევრი არ ითვალისწინებს.

6. გააკეთეთ გაწელვები


image
დაკავდით იოგით ან პილატესით. ეს საშუალებას მოგცემთ მთელი სხეული ტონუსში იყოს და სასარგებლო იქნება სისხლძარღვებისთვისაც.

7. აბაზანა ინგლისური მარილით


image
ეპსომის (ინგლისური) მარილი შესანიშნავად უწყობს ხელს ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენას. შეიძლება არ იცით, მაგრამ ფეხის აბაზანა იდეალურად შეუწყობს ხელს ორგანიზმიდან მავნე ნივთერებების გამოდევნას.

8. იარეთ ფეხშიშველი


image
ეს ძალიან სასარგებლოა! განსაკუთრებით თუ ამას გააკეთებთ სპეციალურ ქვიან ბილიკზე.


ჯანმრთელი ფეხები ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმისთვის, რადგან ფეხებში სიმძიმე და ტკივილი დროთა განმავლობაში უარყოფითად აისახება ხერხემალზე და ზურგზე. ამას გარდა, ძლიერი დაძაბულობისგან შეიძლება ვენების პრობლემა შეიქმნას და კაპილარული ქსელი გაჩნდეს, რაც ესთეტიკურადაც არ არის სასურველი.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჩაიდეთ ჭიპში ბამბის ტამპონი - ეფექტური მეთოდი ხველის, გაციებისა და ტკივილის დროს

image

2. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოს ერთდროულად- აუცილებლად

image

3. იცით რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ნახევარსფერო? - ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

image

4. რატომ არის სახიფათო ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა - აუცილებლად გაითვალისწინეთ!

image

5. როგორ მოვიშოროთ კაპილარული ქსელი კანის ზედაპირიდან - მარტივი მეთოდი სახლის პირობებში

image

6. მეთოდი, რომლითაც დედას შვილის განკურნება შეუძლია ნებისმიერი დაავადებისგან - ექსპერიმენტის საოცარი შედეგები!

image

7. მყარი თუ თხევადი საპონი - რომელი ავირჩიოთ?

image

0
4453
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0