x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰემოგლობინის ნორმა თქვენი ასაკის მიხედვით- გაითვალისწინეთ!
image

ჰემოგლობინი არის რკინის შემცველი, ჟანგბადის გადამტანი ცილა წითელი სისხლის უჯრედებში. კარგად ვიცით, რომ ორგანიზმში მისი მომატება ან დაქვეითება მრავალ დაავადებას იწვევს. რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ქვეითდება ან მაღალია ჰემოგლობინის დონე და რამდენია მისი ნორმა ასაკის მიხედვით? ამ ყველა კითხვაზე პასუხს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ.


image



1. ჰემოგლობინის დაქვეითება:



ანემია ის საშინელი სიტყვაა, რომელიც ორგანიზმში ერითროციტების ცვლილების დროს წარმოიქმნება, კერძოდ კი პრობლემები ექმნება სისხლის წითელ უჯრედებს. ყველას მცდარი წარმოდგენა აქვს იმ ფაქტზე, რომ ამ დროს ერითროციტების რაოდენობა მცირდება, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის, ამ დროს უბრალოდ ქვეითდება ერითროციტების ფუნქცია და ხარისხი.



დაქვეითებული ჰემოგლობინის სიმპტომები.

ღია ფერის ენა და ღრძილები.

მტვრევადი ფრჩხილები.

საერთო სისუსტე.




2. მაღალი ჰემოგლობინი:


მაღალი ჰემოგლობინის შემთხვევაში სისხლი სქელდება (ბლანტი), რის გამოც ნელდება მისი ნაკადის მიმოქცევა ორგანიზმში და შინაგანი ორგანოები ვეღარ საზრდოობენ. ჰემოგლობინის მომატების მიზეზი შესაძლოა შინაგანი ორგანოები ან გარემო გახდეს. მაღალმთიან რაიონებში მაცხოვრებლებს სისხლი სწორედ რომ სქელი აქვთ, რაც უჟანგბადობითაა გამოწვეული. გარდა ჟანგბადის დეფიციტისა ჰემოგლობინის მომატება შეიძლება გამოიწვიოს ასევე ვიტამინები B12 და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობამ ორგანიზმში.



მაღალი ჰემოგლობინის სიმპტომები.


● ფერმკრთალი კანი.

● ცუდი ხედვა.

● მადის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითება.

● ძილიანობა და დაღლილობა.




ჰემოგლობინის ნორმა ასაკის მიხედვით

● წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისი ნორმაა 115-175 გ/ლ.

● წლის ზევით ბავშვებში 6 წლამდე ეცემა მისი ნორმა და პრაქტიკულად უცვლელად 110-135 გ/ლ–ია.

● 7–დან 12–მდე წლის ასაკში ჰემოგლობინის ნორმის ზღვარი ოდნავ იზრდება და 110-145 გ/ლ–ია.


● 13–15 წლის ასაკში კი გაგიკვირდებათ და თითქმის მეძუძური ჩვილების ნორმის ტოლია– 115-150 გ/ლ.


ზრდასრულ ადამიანებში კი მისი ნორმა სქესით განისაზღვრება. მდედრებში ჰემოგლობინის ნორმაა 120-140 გ/ლ, ხოლო მამრებში 130-160 გ/ლ.


image


ჩვენს დედებსა და ბებიებს ჯერ კიდევ ახსოვთ ჰემოგლობინის ძველი ნორმები. იმისთვის, რომ გ/ლ-ში გამოსახული თანამედროვე მაჩვენებელი ძველ ერთეულებში გადავიყვანოთ, საკმარისია ახალი მაჩვენებელი გავამრავლოთ 0, 6-ზე. ამგვარად, ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66 ერთეული და ა.შ.



იმისათვის, რომ ვაბალანსოთ ორგანიზმში ჰემოგლობინის ნორმალური დონე, ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას. როდესაც ჰემოგლობინი მაღალია, რკინის შემცველი პროდუქტები დროებით ამოიღეთ რაციონიდან, ხოლო თუ პირიქით, ჰემოგლობინის დონე დაბალია, გამოიყენეთ საკვებად ხმელი სოკო, ატამი, გარგარი, კარტოფილი, ხახვი, გოგრა, ჭარხალი, ვაშლი, მსხალი, ბროწეული, წიწიბურა, ლობიო, ოსპი, ბარდა, ისპანახი, მწვანე ბოსტნეული, წიწმატი და გამხმარი ხილი.



P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას.


1
19800
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
19800
  
2018, 31 იანვარი, 19:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1