x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
რა გვასწავლეს ჩვენმა მასწავლებლებმა ?

უმბერტო ეკოს “ პრაღის სასაფლაოში“ ვკითხულობთ: “ ჩემს მასწავლებლებს კარგი ჭამა უყვარდათ, მეც თავიდანვე შემაჩვიეს ღორმუცელობას და დღემდე ასეთი ვარ“ - მართალია ეკო. უზარმაზიარია მასწავლებლის როლი და გავლენა საზოგადოებაზე, მოქალაქეებზე, მათ ქცევასა და ღირებულებათა სისტემაზე. ჩვენც, დავფიქრდეთ ისე, როგორც სიმონინი, რას შეგვაჩვიეს ჩვენმა მასწავლებლებმა, რას ვუყურეთ თორმეტი წელი? რას ვუსმენდით და ვუკრავდით ტაშს, სხისი გავლენით, მაგრამ მაინც ვუკრავდით და მივხვდებით, რატომ ხდება ის, რაც ხდება და რატომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ? მაშ რას შეგვაჩვიეს, რა გვასწავლეს ჩვენმა არანაკლებ ჭამის ტრფიალმა, ხშირად ჩასუქებულ-ჩაკურატებულმა მასწავლებლებმა? პირველ რიგში ერთმანეთის ჩაგვრა, ძალადობა, ყვირილი და აგრესია გვასწავლეს. განსაკუთრებით, ბედისგან ისედაც დაბეჩავებულ მოსწავლეთა ჩაგვრა და დამცირება.

მეორე რიგში გეროიზმი გვასწავლეს, აბსოლუტურად გამოუსადეგარი გმირობანა, რომელიც ერთადერთი ისევ ერთმანეთის ცემა-ტყეპაში გვარგია. თორმეტი წლის განმავლობაში გვინერგავდნენ ქართულისა და ისტორიის მასწავლებელები, რომ ხმლის ქნევამ ან/და ტრადიციებმა გადაგვარჩინეს გადაშენებისგან. არადა, ჩვენც და მთელი მსოფლიოც მაშინ გადავრჩით, როცა ხმლის ქნევიდან და ზარბაზნებიდან ცივილიზებული ქცევის, ანუ მოლაპარაკებათა ფორმატზე გადავედით. ისინი გვიხატავდნენ ომს, როგორც სცენას, არენას, სადაც უნდა გვეჩვენებინა რა მამულიშვილნიც ვიყავით, ჩვენ კი დიდხანს, ძალიან დიდხანს გვეგონა, რომ ხოცვა-ჟლეტამ გადაგვარჩინა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი დაპროგრამებული მასწავლებელები ვერც კი გაბედავდნენ ასიათასობით ჰეროიკული ნაწარმოების სწავლებისას, მაგალითად “ ცხრა ძმა ხერხეულიძის “ განხილვისას დავეფიქრებინეთ, თუ რატომ უნდა შეეწირა დედას ცხრიდან ცხრა შვილი ისეთი გლობალური ბოროტებისთვის, როგორიც ომია. ოცდამეერთე საუკუნეშიც კი არავის მოსდიოდა თავში აზრად ჰეროიზმის ნაცვლად პაციფიზმი ესწავლებინა.

ქართულის მასწავლებელს მთელი გულით სწამდა, რომ ყველაზე კარგი მწერლებიც და ლიტერატურაც ჩვენ გვქონდა. ისტორიის მასწავლებელს კი ყველაზე გრძელი და საამაყო ისტორიის მაგალითად ჩვენი ქვეყანა მოყავდა, ხელოვნებისას - ჩვენი კულტურა. აი, რატომ გვაშინებს სხვა ეთნოსების დანახვა ჩვენს ტერიტორიაზე, აი, რამ წარმოშვა მთელი ეს ნაციონალისტურ-ქსენოფობიური მასკარადი. აი, რამ წარმოშვა მთელი ეს აბდაუბდა “ ქართული წმინდა სისხლის “ თუ არიული რასის შესახებ. იქნებ ცოტად თუ ბევრად, ჩვენი მასწავლებლების ბრალია ჩვენ გარშემო ჭრელ-ჭრელი, აბსურდული მიზეზით ატეხილი აურზაური . ცოტ-ცოტა ჩვენი მასწავლბლბის და დიდწილად ყოვლად უნიათო ეროვნული განათლების სისტემის ბრალია, რომ ამდენი წლის განმავლობაში სწორად ღელვა და ნერვიულობაც კი ვერ ვისწავლეთ, არამც თუ პრობლემების გადაჭრა. გამოსავლის საძებნელად ჩვენ არც არასდროს გვეცალა და არც ახლა გვცალია, განათლების სიტემა კი გეომეტრული პროგრესიით განაგრძობს თითქმის საუკუნის წინათ დაწყებულ დეგრადაციას.image

7
53
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
53
  
2018, 29 ივნისი, 23:39
ვერ წარმოიდგენ როგორ გეთანხმები რაღაც რაღაცეებში, თუმცა ცხოვრება ძაან დაუნდობელია, ხალხიც ჩვენს გარშემო, და როგორც ჩანს ეს აგრესიაც და ამპარტავნებაც საჭიროა, რომ ბოლომდე ცოცხალი (გა)დარჩე მგლების ხროვაში, თორემ მშვიდობას და მშვიდობიან ცხოვრებას რა ჯობია?!
2017, 11 იანვარი, 0:00
რაშია საშველი და ერთმანეთის პატივისცემაში, სოლიდარობაში, განთავისუფლებაში, იმ მილიარდობით კლიშესა და სტერეოტიპისგან გათავისუფლებასი, რომელთაც ნაფტალინის სუნი ასდი, იმის გაცნობიერებაში რომ ყოველ არჩევნებზე ტყუილად ველით გოდოს, რომელიც ერთ ი ჯადოსნური ჯოხით გადაგვარჩენს ყველას. დიახ, საშველი არის გეგმაში, დროში მათემატიკური სიზუსტით გაწერილ ჯანდაცვის, სოცილაურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეგმაში და არა ურა, საქართველოს იუმორი ან იმედი გადაარჩენსო, იმის ძახილში , გამოსავალი არის განათლებაში , კარგ , რაციონალურ , კრიტიკასა და ანალიზზე და არა ,,საზეპიროებით,, გადატენილ დაწყებით და უმაღლეს განათლებაში
2017, 10 იანვარი, 23:47
პრობლემა მრავალმხრივია, ყველაფერი "ამოკბეჩით" კეთდებოდა და კეთდება, ამიტომ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, გვჭირდება დროში და ფინანსებში სწორად გაწერილი თანმიმდევრული მოქმედებების გეგმა, თან სწორი, ადეკვატური თანამედროვე მიდგომებისთვის და გაანალიზებული, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შედეგის მომტანი, დანარჩენი ფუჭი ხმაურია, საარჩევნოდ გაპიარებული, ან სულაც თავის დამკვიდრებისკენ მიმართული. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა გავერკვეთ რა გვინდა, სულ ვკითხულობთ გვეშველება რამე?! , მაგრამ ძალიან ცოტამ იცის რაშია საშველი, უნდა გავერკვეთ რა გვინდა, რაშია საშველი და ამის მერე ყველაფერი დალაგდება.
2017, 10 იანვარი, 13:14
მე მიხარია, რომ ასეთ ისვიათ სკოლაში სწავლობდით, მაგრამ , რაც მე მახსენდება , ეს იყო სწავლაში და ეკონომიურად ჩამორჩენილი ბავშვების შეურაცხყოფა, არავითარი აქცენტი ადამიანის პატივსა და ღირსებაზე, ძალიან ხშირად საკუთარი საგნის უმეცარი მასწავლებლები და უფრო ხშირად ურაპატრიოტული იდეოლოგიის აგიტაცია-პროპაგანდა, შეხედეთ ჩვენს საზოგადოებას, დააკვირდით და თქვენ მომეცით ამ არანორმალური ქმედებების უკეთესი ახსნა-განმარტება. სიამოვნებით მოგისმენთ მე ძალიან მეეჭვება ეს მოძალადე , შოვინისტი , მართლა ტვინგადარეცხილი ელემენტები ასი ბიბლიოთეკაც რომ გაუხსნა, ერთში შეახედო.
2017, 10 იანვარი, 8:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინო ბაისონაშვილი-ის კომენტარზე
2017, 9 იანვარი, 9:17
პირველ რიგში , გმადლობთ კომენტარისთვის
შემდეგ, მე რატომ მიწევთ რეკომენდაციასიმაზე, თუ რა უნდა წავიკითხო. თქვენ მიერ მითითებულ წიგნებშიც გარკვეულწილად სუბიექტური თვალსაზრისია გატარებული. ისევე , როგორც დანარჩენებში. მე კი იმ აზრს ვემხრობი, რომ სქართველოც და მსოფლიოც პაციფიზმმა გადაარჩინა. ასეთი წიგნიც ბევრია. ასეთი ლიტერატურაც არსებობს, რასაც სკოლაში არავინ გვითითებდა. სამაგიეროდ, დაავიწყდათ ესწავლებინათ, რომ ცემა-ტყეპა, ერთმანეთისადმი უპატივცემულობა, გინება, ეს სენივით მოდებული შენობით ლაპარაკი, თითოეული ადამიანისადმი ღირსებისადმი პატივისცემა ესწავლებინათ. ან რა უნდა ესწავლებინათ, ეს ხშირად თითონაც არ იცოდნენ, სამაგიეროდ ნაციონალური ამპარტავნების ქადაგებაში ფრიადი ყავთ. ამიტომაც მე მასწავლებლის და ზოგადად განათლების სისტემის როლს კარგად ვხედავ ჩვენი საზოგადოების პრობლემებში
2017, 9 იანვარი, 8:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7