x
image
მოზამბიკელი
როგორ შეიცვალა ნარკომანი ქალის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ნარკოტიკის მოხმარებას თავი დაანება!
ნარკომანია - ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული.

ნარკომანია თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებსა და მათ გარშემომყოფებს მთელ ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს.

26 წლის დეჯაი ჰილმა 4 წლის წინ ნარკომანიის დამარცხება შეძლო.

იგი მეტამფეტამინზე (წარმოადგენს ფსიქოსტიმულატორს მიჩვევის მეტად მძლავრი პოტენციალით) და ჰეროინზე (ჰეროინი მორფინისგან დამზადებული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის (საძილე) ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებული ოპიუმის პროდუქტს და ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ჯგუფს განეკუთვნება) იყო დამოკიდებული.


image

გოგონამ ინტერნეტში თავისი მაშინდელი და ამჟამინდელი ფოტოები გამოაქვეყნა, განსხვავება მათ შორის მართლას გასაოცარი და თვალსაჩინოა.

დეჯაი ახლა უკვე დედაა და მთელ თავის ცხოვრებას შვილს უძღვნის.

ნარკოტიკებთან ურთიერთობა დეპრესიამ დააწყებინა, თავიდან ამას გართობად თვლიდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდა, დეჯაი ციხეშიც

მოხვდა, სწორედ ამ დროს მისი საყვარელი ბაბუა გარდაიცვალა, ციხეში ყოფნის გამო კი

მასთან გამოთხოვება ვერ შეძლო.

image

ზუსტად იმ დღეს გადაწყვიტა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო და რადაც არ უნდა დასჯდომოდა ნარკოტიკებისთვის თავი დაენებებინა.

მისმა მონდომებამ სასურველი შედეგი გამოიღო და დღეს ის სულ სხვა ადამიანია!

image

"ჩემს გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი როლი ჩემმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ითამაშეს, მათი თანადგომის გარეშე შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა, იმედი მაქვს ჩემი

ისტორია, მაგალითი იქნება ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც ნარკოტიკებზე არიან დამოკიდებულნი. მთავარია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია და შეგვიძლია დავდგეთ სწორ გზაზე."-ამბობს დეჯაი.



ასევე იხილეთ:გოგონას საოცარი ტრანსფორმაცია პლასტიკური ოპერაციის შემდეგ

0
394
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0